პოეზია

ულრიხ ფონ ვინტერშტეტენი 🔘 ზამთარმა რომ

ულრიხ ფᲝნ ვინტერშტეტენი იხსენიება 1241-1280 წლებში. სავარაუდოდ დაიბადა 1225 წ۔1258 წელს ის გხვდება როგორც სასულიერო პირი. ჯერ მღვდელი, შემდეგ ბიბერახის ეკლესიის წინამძღვარი და ბოლოს აუგსბურგის მონასტრის ხელმძღვანელი. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინენზენგერი. გარდაცვალების თარიღი უცნობია.

მᲗარგმენლი გიორგი ვარამაშვილი.


1
ზამთარმა რომ
უკეთეს სიტუაციაში დამაბრუნოს,
ზაფხულს ვუმღერებ სამეფო სიმღერას.
თუმცა მსგავს ქმედებისგან თავი უნდა შევიკავო,
რადგან ჩემი ამაღლებული განწყობა მომსპარია.
ძმის სიკვდილის გამო დიდი ნაღველი დამეუფლა,
იცოდეთ,რომ ჩვენთან მხიარულება საერთოდ არ არის,
რადგან სიკვდილი ყველა ჩვენთაგანის უბედურება.
მე სამმაგი დანაკარგის გამო
მომეტებულად ნეგატიურ განწყობაზე ვარ.


2
მეორე დანაკარგი, რომელიც მაწუხებს
არის ის რომ ბატონებმა აზროვნება დაკარგეს და
კარგ ხასიათი აღარ არ აქვთ,
რომ ვიღაცის მღერა ჰოფისტური სიმღერების მოიწონონ
და მათი მადლიერება ამაღლებული იყოს.
ეხლა შეიცვალნენ და ისე მექცევიან თითქოს
ვიღაც ვიყო, რომლის გული სიმღერის დროს მხიარულებით სავსე არის.
მე სამმაგი დანაკარგის გამო
მომეტებულად ნეგატიურ განწყობაზე ვარ.


3
მესამე დანაკარგი მძიმეა:
ის, რომელსაც ვემსახურებოდი,
ისე მეექცევა, თითქოს გულგრილი არის ჩემდამი,
მიუხედავად იმისა რაც გაკეთებული მაქვს მისთვის.
მას რომ ნორმალურად გადაეხედა,
ჩემი საქმით კმაყოფილი ვიქნებოდი
და ვუმღერებდი მას კიდევ ბევრ სიმღერას.
მე სამმაგი დანაკარგის გამო
მომეტებულად ნეგატიურ განწყობაზე ვარ.

                                  

4

მე თუ მოვკვდი,
ესეიგი ცხოვრებაში ბოროტება გამოვიარე
და ჩემი ქალბატონის სიყვარული მაკლია,
ეს კიდევ არასდროს არ მოხდება.
რადგანაც გერმანულ მიწაზე ბატონების
გარყვნილებაზე ხშირად ვიგებ,
მინდა სამივეს ჩემზე უფრო უარესი
ყოფა ვუსურვო.
მე სამმაგი დანაკარგის გამო
მომეტებულად ნეგატიურ განწყობაზე ვარ.
თარგმნა გიორგი ვარამაშვილმა.