ლიტერატურა, პოეზია

შენ სად ხარ ჩემო სიყვარულო – ლილე კვირკვია

მომნატრებია მეგობარო ჩვენი უაზრო საუბარი აქეთ არ გქონდა წასასვლელი აქეთ საერთოდ სხვა გზებია ყველა ცხოვრებით გიცხოვრია და მე ერთხელ ვერ მოგისწარი თვალები სისხლით რომ დავისველეთ მაინც რომ არაფრით არ რჩებიან ანუ მიდიან და უფრო მეტიც არაფერს ტოვებენ სასიცოცხლოს მე წუხელ სული დავიჭერი შენ როგორ არ უნდა იცოცხლო ან შენ სიკვდილები რა იცოდი ან ვინ მოგიყვა სიკვდილებზე ჩემთვის გეკითხა ხომ გეტყოდი  რომ მოხვედი და დაიმორცხვე  როცა მნახე და გაგეღიმა არადა სულ არ მომელოდი არადა ახლა ყველას სტკივა ახლა ყველაზე მარტივია ყველაზე  რთული იცი ათასჯერ კვდებიან და ერთხელ  ცხოვრობენ მერე დადიან სიყვარულით გადარეული და სძულთ სულ ყველას სადაც იმედებ გადაკაწრულ გულით შრომობენ და მაინც სჯერათ რომ არსებობენ მეგობარო შენზე  კარგებიც შენზე ცუდებიც არსებობენ რატომ ტირიხარ?! რა ჩვენი ბრალი თუ ღმერთებსაც არ ვებრალებით როცა ათასჯერ გვტკიოდა და მეტჯერ გვიჭირდა. ცოტა იფიქრე გეუბნები ფიქრი ყველაზე  მარტივია არ დათმო შენი სიყვარული ჩემსავით  არ  დათმო არავინ მერე სტკივათ და აღარ სტკივათ მერე ტირიან და არ ტირიან  ბოლოს რათქმაუნდა მოკვდებიან ან უფრო ჭკუიდან გადავლენ საით წავიდეთ მეგობარო უგულოებმა და მარტოებმა უფულოებმა და დაღლილებმა ყველას გულიდან წასულებმა ხელიდან სულიდან ყველაფრიდან ჩვენ როცა არავინ არ გვჭირდება ჩვენ როცა არავის არ ვჭირდებით ჩვენ როცა ვიწყებით არაფრიდან და არ ვმთავრდებით… რა გტკივა მეგობარო? რატომ გტკივა? მოყევი მიდი გისმენ სამანდეც შემიძლია  სანამდეც გული ფეთქავს და სწრაფად მომიყევი დავრჩი  სულ ცოტა როგორ ჩავტეხეთ თუ ჩაგვიტყდა ეგ ბეწვის  ხიდი შენ რომ ჩემამდე ჩამონგრეულ მხრებით მოგქონდა როგორ გავზრდილვართ მეგობარო როგორ შევცვლილვართ აღარ გვიზიდავს აღარ გვხიბლავს  აღარ გვაოცებს ათას სიკვდილებ გამოვლილი ჩვენი თავები ან როგორ ვცხოვრობთ როცა  ზუსტად ვიცით   ვერ მივალთ ღმერთამდე ჰოდა მანამდეც ვერ შეგვიყავრებენ აბააა ყველაზე ,,გულკეთილო” მოყევი როგორ მიგატოვეს მერე ჩემზე არ გაიცინო მე ჩემი გულიც დაგიტოვე ანუ ორივე ერთად მოვკვდით.

__________________________________

არაფერია საოცნებო
აქ მიწაა და ჰაერია
ორმოებია საოცარი
ნაბიჯები თუ აგერია
ტკივილებია დარდებია
სიკვდილებია უამრავი
დღემდე არავინ მყვარებია
ისე როგორც შენ შეგიყვარე
არაფრისმთქმელი თვალებია
და მეც თვალებიდან გადავხტები
პალატებია და წამლებია
წამლებია და პალატები…
რისი მიყვარხარ და მენატრები
რა დროს წასვლები და მოსვლებია
ხელებში ჯერ მე ჩაგაკვდები
ესენი ჩემს მერე მოკვდებიან.

ეს გზები გახსოვს მეგობარო
დაღლილები რომ დავდიოდით
ვისაც ვუყვარდით აქ არიან
აგერ ისინიც ვინც გვიყვარდა
უერთმანეთოდ არ გვინდოდა
უერთმანეთოდ მოვკვდებოთ
ვიცოდით ჩვენი სიყვარული
სიძულვილამდე მიგვიყვანდა
და მაინც ხმა არ ამოვიღეთ
ვისი ბრალია გეკითხები
ჭკუიდან უნდა გადავიდეთ
იმდენი დაგვრჩა შეკითხვები
და პასუხები ვერ ვიპოვეთ
ვერაფერში და ვერავისში
სიკვდილის კი არ გვეშინოდა
უფრო სიცოცხლის გვქონდა შიში

გული ერთიც შენ გაგიყავი
და რას ვითხოვდი შეუძლებელს
რამაქვს მითხარი საფიქრალი
და საოცნებო მითუმეტეს

აგერ ჰაერი
აგერ მიწა
აგერ მაჯა და
აგერ გული
სიცოცხლე სიკვდილად გადაიქცა
ლექსებიც თან რომ გაიყოლე

შენ სად ხარ ჩემო სიყვარულო
ღმერთებმა ხომ არ მიგატოვეს
მითხარი რაზე ვიოცნებო
საოცნებო რა დამიტოვე

ისიც თქვი როგორ ივიწყებენ
როცა არ უნდათ დავიწყება
(არადა უნდა დაივიწყონ)
წარსული უფლის დაწყევლილი
შენი თვალები დამავიწყდა
შენი ხელები დამავიწყდა
შენი სურნელი დამავიწყდა
შენ კი ვერაფრით დამავიწყდი

სად არის თქვენი სიყვარული
ლექსები ხელებში მაკვდებიან
დასაწყისი და დასასრული
იწყებიან და მთავრდებიან

არაფერია საოცნებო
ორმოებია საოცარი
ტკივილებია დარდებია
სიკვდილებია უამრავი

________________________

უთხარი დედი არ იციან
უთხარი თვალები დახუჭე და
ტკივილებს როგორ განიცდიან
ჩვენც როგორ გვიჭერდა და გვაწუხებდა
ცხოვრება
და სიკვდილს ჩავეჭიდეთ
მერე სიკვდილიც რომ ჩაგვეჭიდა
რომ არ ვიშრომეთ და გავიჭირვეთ
როგორ ვიშრომეთ და გაგვიჭირდა
მიდი დე რამე მოუყევი
რამე ნაკლებად სევდიანი
ისეთი სული რომ არ ეტკინოთ
ისეთი თვალებს რომ დახუჭავენ
ბოლოს სიმწრისგან გაეცინოთ
ყალბი თავების შემხედვარე
ცოტა უფალზეც ესაუბრე
რომ მან ჩვენ კი არ მიგვატოვა
არამედ თავად მივატოვეთ
ისიც დე სულში რა დატოვა
აუტანელმა სიმარტოვემ…
ამ ხალხში ბევრი ნაგავია
ნაგავში კარგი ვერაფერი
გულზე ფეხებით რომ გადადიან
მეკი ვერაფრით ვერ შევაჩერე
მოეშვი დედაჩემო არაუშავს…
გაჩუმდება
გაჩერდება
გაშავდება
გალურჯდება
ყველა ფერი…