ლიტერატურა, პოეზია

შენ სად ხარ ჩემო სიყვარულო – ლილე კვირკვია

მომნატრებია მეგობარო ჩვენი უაზრო საუბარი აქეთ არ გქონდა წასასვლელი აქეთ საერთოდ სხვა გზებია ყველა ცხოვრებით გიცხოვრია და მე ერთხელ ვერ მოგისწარი თვალები სისხლით რომ დავისველეთ მაინც რომ არაფრით არ რჩებიან ანუ მიდიან და უფრო მეტიც არაფერს ტოვებენ სასიცოცხლოს მე წუხელ სული დავიჭერი შენ როგორ არ უნდა იცოცხლო ან შენ სიკვდილები რა იცოდი ან ვინ მოგიყვა სიკვდილებზე ჩემთვის გეკითხა ხომ გეტყოდი  რომ მოხვედი და დაიმორცხვე  როცა მნახე და გაგეღიმა არადა სულ არ მომელოდი არადა ახლა ყველას სტკივა ახლა ყველაზე მარტივია ყველაზე  რთული იცი ათასჯერ კვდებიან და ერთხელ  ცხოვრობენ მერე დადიან სიყვარულით გადარეული და სძულთ სულ ყველას