ზᲣრა ღუდუშაური 🔘 ძმაუგაუშვი
ძუკოში შიგნით, ანუ ევოლუციის უმაღლესი საფეხური.
რამდენი ხალხია, რა..
სულ ასეთი ამბავი როგორ უნდა იყოს?!..
ყოველ მოსვლაზე ერთი და იგივე..
ვერ უნდა მიხვდეთ?!..
დასაჯდომი რომ არასდროს არაა!..
დაამატეთ რა ადგილები , ეს დედას სპორტული!..
და რომ ჰკითხო, ფული არა აქვთ..
კარგია არა?!..
თქვენი მოღიმარი..
დასწრებაზეა ყველაფერი..
მე ამათი..
მაგრამ, იქნებ ასეც სჯობდეს..
უფრო საინტერესოა..
მწყურვალი ძუკო, თავისი ადგილის დასამკვიდრებლად!..
მაგარია..
როგორმე უნდა დავჯდე!..
იქნებ თქვენთან, დედას მორთულებო…
ძუკოსთან ზედა ეშელონებში, ანუ უმაღლესში უმაღლესი საფეხური.
– იცით რით განვსხვავდებით ადამიანები ცხოველებისგან?
– ….
– რესურსებით..
– ვააა..
– აი გადახედეთ, ამ ბარს.. ერთი, ორი, სამი… სულ ცხრა მაგიდაა, ხედავთ?
– მერე?
– იმ მაგიდასაც ხედავთ? ერთი, ორი, სამი… სულ შვიდი ადამიანი რომ ზის?
– კი მერე ?
– მერე, ეგეც თქვენი რესურსი..
– ანუ?
– ანუ არ ვიყენებთ სწორად..
– რას?
– რაღა რას?!.. მოიცა, ჩამოვჯდები.. რას და რესურსს.. აბა ორივემ წარმოიდგინეთ ჩვენი დედამიწა.. წარმოიდგინეთ?
– კი, აი, თვალწინ მიდგას.
– ადრეა სიცილი.. თუ გერთულება გლობუსი მაინც წარმოიდგინე..
– ვააა..
– დააღე ყბა?!.. ჯერ ადრეა, ახლა ვიწყებ.. მოკლედ, ამ თქვენს წარმოდგენილ დედამიწაზე, ახლა სცადეთ რომ ზემოდან გადაიფრინოთ და კარგად დაათვალიეროთ.. სცადეთ?
– კიი.
– ხედავთ რამხელა რესურსია?!..
– კიი. მერე?
– მერე, ყველაზე საინტერესო იცით რა არის?
– რა?
– რა და იცით ახლა, ეს რამხელა რესურსია?.. ყველას სამყოფი.. საერთოდ ყვლას სამყოფი..
– ხოო.
– ხო და, ერთ დღესაც, ადამიანებმა, ამ რესურსის თანაბრად გადანაწილება რომ მოვინდომოთ, დედამიწა ამას დაგვიფასებს.. ყოველ ჩვენგანს მოგვცემს თანაბარ შანსს, უკეთესი მომავლისთვის.. და ალბათ, გაჭირვებაც აღარ იარსებებს!.. სულ ცოტა ხნით მაინც.. მოკლედ, ყველანი კარგად ვიქნებით..
– ხოო, მაგრამ, ეგ ყველაფერი თუ ასეთი მარტივია, ახლა რატომ არ ვიქცევით ეგრე?
– მერე და ვინ თქვა რომ მარტივია?!.. მარტივი კი არა, შეუძლებელია..
– რატომ?
– რატომ?!.. იმ თქვენს დედამიწას ახლა, მინდა, რომ ცოტახნით მოშორდეთ და სამ თვლაზე ორივენი აქ გაჩნდეთ.. აბა ერთი, ორი და სამი.. აქ ხართ?..
– კი, აი ხელს გიქნევთ..
– ჰაჰა, სანამ მეც გაგიქნევთ, ერთ კითხვაზე მინდა მიპასუხოთ..
– მიდი აბა.
– გამოუშვი.
– და თქვენ რატომ ისხედით ჩემ მოსვლამდე ორნი?
– რა?
– რა და, როდესაც გარშემო დაახლოებით ოცი ადამიანი დგას ფეხზე, როდესაც ცხრა მაგიდიდან რვაზე ოთხამდე ადამიანი ზის და თითოეული მათგანი შვიდ კაცს მაინც იტევს, როგორც ეს ჩვენი მოპირდაპირე მაგიდა, ასე უდარდელად, ჩემ მოსვლამდე ორნი რატომ ისხედით – მეთქი..
– მოიცა, რომელს ვუთხარით უარი?
– ხოო. მოსულიყვნენ ისინიც, როგორც შენ მოხვედი და დასხდებოდნენ მშვენივრად.
– აჰა, სწორედ ეს არის მიზეზი.. ყველას მოსწონს და არავინ აკეთებს.. და მარტივიო.. მარტივი კი არა, შეუძლებელია!.. შეუძლებელი…
-…
– ისე, მე ძუკო ვარ.. ელ ძუკო!.. და თქვენ?
– მე მარიამი, ეს ნინო.
– რა თქმა უნდა…
– რა?
– ჯერ მარიამი, მერე კი ნინო.
– ჰა?
– სხვას არც ველოდი – მეთქი..
ძუკოდან ქვემოთ, ანუ არანაირი საფეხურ
ი.
– აჰაა.
– კაი მორჩა, აბა რომელს უფრო გინდათ ჩემთან სექსი?..
– რა თქვი?..
– მე ვთქვი – რიგს ხომ ხედავთ წითელ განათებასთან, იქ მივდივარ და რომელი წამობრძანდებით – მეთქი.
– ….
– ამისთვის იყო ეს ყველაფერი?
….
– გავედით?
– გაეთრიე!
-….
-…..
– ანდაც, მოიცა..
-….
– ნინო, დამიკავე ცოტა ხანს რა, ჩემი ადგილი..