ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

თამარ კუკუჯანაშვილი 🔘 მომენტის შენახვა

⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

პატარა რომ ვიყავი ერთ-ერთ მუსიკალურ არხზე ნიკოლსონის სიმღერა გადიოდა ხოლმე ხშირად “photograph” ერქვა თუ სწორად მახსოვს, როდესაც ვუსმენდი ვოცნებობდი, რომ მეც გავხდებოდი ფოტოგრაფი, ფოტოებს გადავუღებდი ჩემ შეყვარებულს და ბედნიერ მომენტებს ასე შევინახავდი.

პირველად კამერა 16 წლის რომ ვიყავი მაშინ ჩამივარდა ხელში. ძველისძველი ქენონი იყო. ძალიან მომწონდა გადაღების პროცესი. ღილაკზე თითის დაჭერა და მერე ლოდინი იქამდე, სანამ არ ვნახავდი რა გადავიღე, როგორი გამოვიდა.

იმ დღის შემდეგ ერთი დღე არ გავა ისე რომ ერთი ფოტო მაინც არ გადავიღო. უფროდაუფრო მეტად მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.

ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის ის რომ 2 წლის განმავლობაში მქონდა 4 სხვადასხვა მასშტაბის გამოფენა, სადაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი და მეგობარი შევიძინე.

ყოველდღე ვგრძნობ, რომ ვვითარდები და რაღაც ახალს ვსწავლობ. უდიდესი მოტივააცია ასევე არიან ის ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ რასაც ვაკეთებ ღირებულია და მათ ეს ძალიან მოსწონთ.

ვფიქრობ, რომ ფოტოგრაფია რომ არა ის არ ვიქნებოდი, ვინც დღეს ვარ. ყველაზე დიდი ადგილი კამერას უკავია ჩემს ცხოვრებაში.