რობერტ ქრილი 🔘 ლოცვა ჰერმესისადმი
ლოცვა ჰერმესისადმი
ირაკლი ყოლბაიას თარგმანი
⬛ ⬛ ⬛ ⬛
ჰერმეს, ჯვარედინი ჯოხების, ჯვარედინი არსებობის ღმერთო, დაიცავ ეს ფეხები
რომლებსაც გიძღვნი. წარმოსახვა სინამდვილის საოცრებაა, და მე მტკივანი ვარ გულ
ნატკენი ეშმაკის ორეულებით, ორებით, ამ ნახევარ-ცხოვრებისა, ამ მწუხრის.
არა ერთი ან ორი არამედ ნაზავი დამიდის, აქ ჩემში—
წინ ეძებს, უკან პოულობს გზის, თუმც მყარად
ვერ დგას, ძირითად, ვერ ჩერდება, ვერაა მეტ- ნაკლებად კაცი, ქალი.
რაც ამ ცხოვრებისა მესმის, რაც მართებული იყო მასში, რაც მცდარი,
დამავიწყდა ამ ფიზიკური ცვლილების დღეებში. ცოდნის
გზებს ვხედავ, გზებს განმტკიცების, ცხოვრება ქცეული დაცინვად. სისუსტე,
მტანჯველი, შვების მგვრელი სისუსტემეუფლება. ჩემს ხელს ხელის გაწვდენაზე ვხედავ— ხუთი თითი, მუშტი— ჩემი არაა?
მაშ, ნუთუ მარად უნდა ვიარო, განვაგრძო— როგორც აქამდე და როგორც ძალმიძს?
არც სიმართლე, არც სიყვარული, არც თვით სხეული— არც არავინ არანაირი— მეგების?
მაგრამ კითხვები ფანდებია, ჩემთვის— და მარად იქნება.
ამ წამს რუხი, მფარავი ნისლი დასტივტივებს ჩუმ ეზოს ფანჯრებს მიღმა-
ეს დილა ახლა შუა დღეს ეზრდება, და სადღაც, თავს ზემოთ მზე ათბობს ჰაერს და ნესტი წვეთავს როგორც ყოველ-
თვის, რუხი, მფანტავი ღრუბლების ქვეშ. ეს ამინდი, ესზამთარი, ახლოვდება. ფიზიკური წინადადება.
მე ყველაფერს შენ გაძლევ, არაფერს ვიტოვებ, ძალა არ მაქვს საამისო.
ჩემი იღბალი შენი ძღვენია, ჩემი კეთილხმოვანი სუნთქვა, ჩემი ფეთება.
ჩემი მრუდი თავდადება, ჩემი მსხემი მთვრალეულობა, ჩემი დაბნეული სისხლხორცი.
ყველა, ვინც მიცნობს ამბობს, რისთვის ამ კაცის ჯიუტი ტკივილი, მაიარებელი სიღიავე, რომელსაც ეგუება?
აჰ! ძმაო სულო, მათ რა იციან რომ რაც კი მყისიერია ერთ წამს ვერ მოიცდის—
ჰპოვებს სამოთხეს ჯოჯოხეთში, კვლავ იქ იქნება ახლაც კი, და იტყვის თავისას მთელს, მთელ მსოფლიოს