ლუკა ჩერქეზიშვილი 🔘 ანტინომია
ანტინომია
I
ჩვენ ვცხოვრობთ ღმერთების,გმირების და მხეცების ეპოქაში,
ვთქვი,
ქუჩაში,
და ტანი ეგდო,
დაკეცილი კორპუსების ნანგრევებში
უკანასკნელი იყო სახე,რომელიც შერჩენოდა
ვთქვი,
ცეცხლი წაუკიდე
სანთებელა,რომელიც ცეცხლს უკიდებდა მის სიგარეტებს
იწვოდა სახეზე,
და იყო სახე დამსხვრეული სამყაროსი
ვთქვი
სისხლში გასვრილი დაიბადე
და სისხლში გასვრილივე მოკვდი,
ნამსხვრევებად ქცეული ბოთლები ბარდნიდა,
სახესთან ხელი უმოძრაოდ
დნებოდა,
ომის შედეგი ენაზე ჩამონთხეულიყო,
თითებს ილოკავდა,
ქალაქი ტიროდა,
ყვირლი,
მომავალი წიკწიკებდა ნაღმივით,
აჩრდილები ქვითნებდნენ,
ვთქვი,
შეჭამე,
ისმოდა სიმღერა ძონძების,
იწვოდა სახე,
თვალები ეყარა ცაზე,
ქარი იკეცებოდა ღრიჭოებში,
საშო იყო ვულკანი,
ვთქვი,
იწვის,
იწვის,
იწვის,
და რაც მე ვერ დავწვი,
ვერც მზემ,
ვერც სანთებელამ,
წმინდა იყო,
სახელი შენი,
ნანგრევებად ქცეული,
ასოები,
წმინდა იყო,
არაფერი,
შენი საშოდან გამომავალი,
ხმები,
რიცხვების დოღი,
შენს ენაზე,
მარკებად დაღვენთილი
ვთქვი,
ინჟინერია ბოქვნების,
თმები
სამყარო ჩამოშლილი,
სუნთქვა,
მიეცი კოსმოს,
რაც მე მომეცი,
ვთქვი,
ნაჭრილობები,
ტანი,
არაფერი ჟონავს არაფრიდან,
წყლის გარდა,
კერტები,
ქალაქის ლანდია,
ცათამბრჯენებად ქცეული,
ვთქვი,
თვალები,
აჩნდა ვარსკვლავები,
ცრემლად ჩამოშლილი,
სამყარო,
გმინავდა,
მეშვიდე სხივად გამომავალი,
ფერები შენი,
ვთქვი
მოირყეს,
თავის ქალაზე ნაგები,
ქალაქები,
ირყეოდნენ ხეები,
თმები,
შეფუთულ ქარებს მჩუქნიდნენ,
წკარუნით ეშვებოდნენ მონეტები
მუცელში,
მოწამლული,
ტანი,
სკდებოდა,
ვთქვი
მტვერი,
ქალაქის თავზე,
და მტვერი იყავი,
ვთქვი,
ტუჩები,
ჭაობად ქცეული,
იძირებოდა,
ტანი,
ბუღში ცივილიზაციების,
გამხამრი სული,
ყვერებშორის მოქცეული,
იბრძოდა,
ტანი
ვთქვი,
მხეცები,
ძიძგნიდნენ ჭიაყელები,
ძარღვები,
წვიმებად ჩამოთესლილი,
შენს მკერდზე.
წოვა,
წოვა,
წოვა,
ანტონიმია,
ბუნება,
შენი
ანტინომია,
ძიძგნეთ,
ძიძგნეთ,
ვთქვი,
ნაღველ(ი)ა,
წივილი,
ქალი,
წივილი,
ქალაქი,
წივილი,
ღმერთი,
ძუძუები ქანაობდნენ,
ხმები,
არაფრიდან,
ხმები,
არაფრიდან,
ხმები,
არაფრიდან,
მიმატოვე,
ლურსმნები,
ჩაქუჩები,
ვთქვი,
თვალები მოაცილე,
ტანმა დემონსტრაციულად,
საკუთარ თავს მოაცილა თვალები
და მთისკენ გაილაშქრა,
დოღი მოაწყვე,
და ტანი საკუთარ თავს დაედევნა,
ვთქვი,
ფერფლად იქეცი,
წვიმა მღეროდა.
II
მისი ერა მიიწურა,
მოკალი,
ჭიანჭველები,
დასერილ ტანზე,
დაყრილი მარილი,
მოკალი,
პეპლები,
ღმერთის საშოდან გამომავალი,
გმირი,
მოკალი,
პასუხი,
არაფერი,
ყველაფერია,
თუ მოკალი,
რატომ ცოცხლობს,
ცეცხლი,
ხელები,
აქციდენცია,
სხეული,
შენი,
როგორ გაექცევი საკუთარ ნაჭუჭს ?
მოკალი,
საშო,
ემბრიონის ლივლივია,
შიში,
ტანზე ჩამოღვენთილი,
რეპროდუქცია,
ვაკუმში მოციმციმე ვარსკვლავთა ცეკვა,
ტანი,
გზამკვლევია,
ხავსი,
თმებზე,
მოქანქარე
ტანი დაშენდა,
პირი,
მროკველი მატლების ადგილია,
ტყავი შენი,
ბანშეს ტანსაცმელია,
პაზლებად ჩამოშლილი,
ბაწრები,
ნერვული დაცლა
ემანაცია,
ცრემლები,
ქარონის გზებია,
სისხლი,
ტანი,
ოთხზე გადაშლილი,
გზებია,
სოტეროლოგია გმირების გზებია,
პროსკინეზისი ტანზე გზებია,
პორტალები შენი გზებია,
სამყაროები შენი გზებია,
და ქარი,
მოკალი,
მეც და მეც,
სიძულვილი შენი ნახვრეტიდან გამომავალი,
წყალია,
სიყვარული შენი ნახვრეტია,
წყლით გავსებული,
ჩურჩული ქუჩის,
ფირფიტებად მბრუნავი,
სიყვარულია,
სიტყვები,
საშოდან გამომავალი,
ანი,
და ჰოე
კმაყოფილება,
შენი,
კვნესის,
ბგერები
ქარის,
თმები
ჩამოწვიმული,
მიწისძვრები
ტანის,
რხევები
უკუქცევის
ანტინომია,
ინდისტრიული პეპლები,
ტანზე,
ჩაუსაფრდი სიკვდილს,
სიკვდილთან რომ იცეკვო,
შვიდივე ბეჭედი შენია,
შვიდივე ფერი შენია,
მოკალი,
ერა მიწურული,
და ნუ შეგვიყვან,
ჩვენ განსაცდელში,
არამედ გვიხსენ ჩვენ გმირებისგან,
ტანი.
III
აჰა,
მხეცებმაც ამოარწყიეს,
დასერილ თანამგზავრებად,
ცვიოდნენ ნავები,
სად დამარხე სული ?
ფეროსია,
და როცა ტერფები შეგიშიშვლე
ბორესია,
აბსურდია,
ბგერად ქცეული ყვავილებია,
წკარუნი,
მონეტები,
წკარუნი,
მონეტები,
წკარუნი,
მონეტები,
გაუვალი ტყეები,
თვითკამყოფილებადი ვნებებია,
სამყარო,
გორგალი ძაფის,
მსხვრევადი ვარსკლავები,
ქარეები მზიანი,
თმები,
ხორბლის ხვავები,
საფასური
სულიდან ჩამოღვენთილი სისხლია,
იქეცი საკუთარი თავის ერეტიკოსად,
წვიმდა ბომბები,
ნათება,
თავისქალების,
ღრიალი,
უხმო,
იჭინთებოდა,
ვინ არის შენი მრევლი ?
ეკიდა ცეცხლი ტანს,
და როკავდნენ ქიმერები,
გაყინულ ცეცხლებს აფრქვევდნენ,
ლუწი რიცხვები,
ორთქლდებოდა,
ნაგავი,
ბიოქიმუირი მკერდი,
დნებოდა სილაფსები სიზმრის,
ენაზე,
ტალღების ლივლივი,
მოფარფატე ფრინველებია,
დახლეჩილ ტანზე,
გზები,
შენი ფორმების ანარეკლია,
ათასი ჩრდილი,
მოფარფატე ანტილოპა,
ათასი ფოთოლი,
ბირთვულ ვეშაპთა წვიმა,
ამოარწყია,
ფირფიტები ვაზნებად დამდნარი,
ხორცის ნაჭრები,
ხმის კიდეები,
ობიანი ძუძუები,
ვარსკვლავების გამონაბოლქვები,
ობობას ნაკბენი ქალის ტუჩებით,
სიმღერა დაფშვნილი პურის ნამცეცებად,
დამპალი წყალი,
თვალებს ეცემოდა,
სისხნაკლული ჩვილები,
ელექტრონებით დაჭრილი ჩრდილები,
მიწის მჭამელები,
ამოარწყია,
უძვლო ღმერთები,
ვარსკვლავების სისხლით გასვრილი,
შენ ვერ ამოგარწყია,
მხეცმა თვალები ამოიყარა
და ღმერთს შესწირა,
ღმერთს სისხლი წასკდა.