მე, რომელიც ასე მთვრალი ვარ, მთელი სამყაროს უსამართლობით
თარგმანი – ირაკლი მენთეშაშვილი
მე, რომელიც ასე მთვრალი ვარ, მთელი სამყაროს უსამართლობით… ღმერთისგან მოვლენილი წარღვნა და დამხრჩვალი, ხუჭუჭა ბავშვი წყლის ზედაპირზე,
მე, რომლის გულში სხვისი ტკივილი ბრაზად გადაიქცა,
და დამცირების ღრმა განცდა, რომ სადღაც სიყვარული დაფარულია –
მე, ლირიკოსი, რომელიც ფრაზებს ქმნის, რადგან ვერ ქმნის ბედნიერებას,
მე, საკუთარი მხსნელი ვნების აჩრდილი, ცივი ბურუსის –
არც კი ვიცი, ლექსებს თუ უნდა ვქმნიდე, ვწერდე სიტყვებს, რადგან სული,
სული აღურიცხველი მუდამ დაიტანჯება საკუთარი საზღვრების მიღმა.
სულელი თერძი ცდუნების შემდეგ პატივაყრილი,
გამოუცდელი თაგვი, საკუთარი კუდით მუდამ გამოჭერილი,
მდიდარი ვაჭარი საკუთარი სიმდიდრის მონა არ ვარჩევ, არ ვაჭარბებ, არ (…) –
ადამიანური ცხოველია ყველა, რაღაც უაზროდ მტკივანა.
როდესაც განიცდი ამ ყველაფერს, როდესაც ფიქრობ ამ ყველაფერზე, ბრაზობ,
ავბედითად, როგორც სარკეს, ჩემ გულს ვამსხვრევ,
და მთელი სამყაროს უსამართლობა ჩემშია.
გული ჩემი სამარე, ჩემი გული (…), ჩემი გული თალხით მოსილი
ყველა დანაშაული ჩემში მოხდა და ჩემშივე მოიზღვა.
უსარგებლო ცრემლი, ადამიანური სიმჩატე ნერვის,
ნამთვრალევი ალტრუისტული სამსახური,
მტირალი ხმა, ცხვირსახოცით ხელში უდაბნოში მეოთხე სართულზე,
ბინა მარცხენა…