ლიკა შᲐრაშიძე 🔘 ბარბარა ჟᲐნ ლი
ბარბარა ჟან ლი არის ამერიკელი პოლიტიკოსი და სოციალური მუშაკი, რომელიც წარმოადგენს კალიფორნიის მეცამეტე ოლქს კონგრესში.
ლი არის კონგრესის შავკანიანთა კოკუსის (2009–2011), პროგრესულთა ჯგუფის ყოფილი წევრი და თავმჯდომარე (2005–2009), იგი გახლდათ კონგრესის LGBTQ+ თემის თანაბარუფლებიანობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ვიცე -თავმჯდომარე და დამფუძნებელი წევრი. ლი ასევე არის პალატის დემოკრატიული მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე 2019 წლიდან.
მიუხედავად ამდენი მიღწევისა, ბარბარა ლის ყველაზე დასამახსოვრებელი პოლიტიკური სვლა გახლავთ მისი პაციფისტური პოზიცია ავღანეთში სამხედრო ქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით:
ლი 2001 წელს მოექცა ეროვნული ყურადღების ცენტრში, როგორც კონგრესის ერთადერთი წევრი, რომელმაც ხმა არ მისცა ტერორისტების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების უფლებამოსილების სასარგებლოდ და განაცხადა, რომ მსგავს ქაოსში არ მიიჩნევდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ადეკვატურად ან პოლიტიკურ ასპექტში შორს მჭვრეტელად,
მან გააფრთხილა კოლეგები რომ ყოფილიყვნენ ფრთხილად, “არ დაეწყოთ ღია ომი უკან დასახევი სტრატეგიის და მკაფიოდ დეკლარირებული სამიზნის გარეშე “, ლიმ თავის სიტყვაში განავრცო:
“პრეზიდენტისთვის ეს იყო ბრმა შემოწმება, რომ დაესაჯა ნებისმიერი, ვინც ეჭვმიტანილია 11 სექტემბრის მოვლენებში-ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე და დროის ლიმიტის გარეშე. ამ ზედმეტად ფართო უფლებამოსილების მინიჭებით, კონგრესმა ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, ადეკვატურად გაეთვალა დეკლარაციის მასშტაბები. მე არ შემიძლია მხარი დავუჭირო პრეზიდენტისთვის სამხედრო უფლებამოსილების მინიჭებას; მე მჯერა, რომ ეს უფრო მეტ უდანაშაულო სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, დაიცვას ერი შემდგომი თავდასხმისგან და მის დაქვემდებარებაშია ამერიკის ეროვნული შეიარაღებული ძალები, რათა მან ეს წარმატებულად შეძლოს. კონგრესი უნდა დალოდებოდა ფაქტების სრულ წარდგენას და შემდგომ მიეცა ამ განკარგულებისათვის ლეგიტიმაცია.”
ეს ყველაფერი 2001 წელს მოხდა. ეს სიტყვები ითქვა და ქმედება განხორციელდა შავკანიანი ქალის მიერ. მართალია, პრეზიდენტი ბუში არასდროს სარგებლობდა პოპულარობით, მაგრამ მსგავსი პოლიტიკური აქტი წარმოუდგენელი იყო კონგრესის ყველაზე გავლენიანი თეთრკანიანი წევრების მხრიდანაც კი: 2011 წელს, ლიბერტარიანელთა პარტიის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რონ პოლმა განაცხადა, რომ იგი არასდროს მიიჩნევდა მიზანშეწონილად ავღანეთის მილიტარისტულ ოკუპაციას, თუმცა ხმა პრეზიდენტისთვის სამხედრო უფლებამოსილების მინიჭების სასარგებლოდ მისცა, რათა თავიდან აერიდებინა პოლიტიკური სუიციდი.
ლეგენდარული ბალერინა, ანა პავლოვა, ამერიკას თანამედროვე კულტურის აკვნად მიიჩნევდა და იძახდა, რომ კულტურული ეკლექტიკა ქვეყანას მსოფლიო კულტურის ცენტრად აქცევდა. მართალია, მისი ეს წინასწარმეტყველება ნაწილობრივ ასრულდა, თუმცა, რასობრივი უმცირესობების ხმების დიდი ნაწილი კვლავ რჩება კულისებში, ბარბარა ლიც ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია: ვინ იცის, რამდენი ფერადკანიანი ეთანხმებოდა მას? შედიოდა უდანაშაულო ავღანელი ხალხის მდგომარეობაში? იაზრებდა იმას, რომ ამერიკას აღარ უჭირავს ის სტატუს ქვო, 90-იან წლებში ჰქონდა? ხვდებოდა, თუ რამხელა პრობლემას წარმოადგენდა ჩინეთის რეკორდული ეკონომიკური ზრდა და რუსეთის უპირობო ბატონობა კავკასიაში.
ამ ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე და ამერიკის გადასახადების გადამხდელების 2,3 ტრილიონი დოლარი შეიწირა, მაშინ როცა მილენიალებს და თაობა იქსს ორი ეკონომიკური კოლაფსის გადატანა მოუწიათ ამ დროის განმავლობაში.