პროზა, სიახლეები

აჩიკო შამახია 🔘 ჰერ შამაკჰია

⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

-ძვირფასო, ხალხი არ გვყავს და ვინმე გამოაგზავნე.
-ჰერ შამაკჰიაზე რას იტყვი? დღეს ისედაც დააგვიანა.
-ძალიან კარგი.
მობილური გათიშა.
-ჰერ შამაკჰია! აიღე შენი ნივთები და წადი ცვეტელინასთან, დღეს მასთან იმუშავებ!
ძალიან გამიხარდა, მთავარია ამ პატარა ჰიტლერის სახეს თავი ავარიდო, მისი ცოლის საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, პირიქით, სიამოვნებით ვიხმარდი სამზარეულოს მაგიდაზე, ძვირადღირებულ კერძებთან ერთად.
აქ ახალი ვარ, თანამშრომლებს არ ვიცნობ, არც შიდა სივრცეს და ეს საკმარისი აღმოჩნდა მთელი დღე ოფლში გავწურულიყავი. მოსაღამოვდა. მომხმარებელმა შემოსვლას უკლო. მოწევაც მოვასწარი და დალაგებისას რამდენიმე თეფში, ჭიქებთან ერთად ხელიდან გამივარდა. ეგ არაფერი, მთავარია მოვრჩი.
მოვწესრიგდით, უნდა წავიდეთ.
-ჩუსსს ცვეტელინა.
-ჩუსს აჩი.
ქალი ბულგარელი იყო. ვერ ვიტყოდი რომ ეს არშიყობის ძალიან კარგი ფორმაა, მაგრამ როცა ენას საკმარისად ვერ ფლობ, მარტივი ღირებულებების მორგებაც არ გეთაკილება, თურმე.
-იცოდი? შენი სახელი რუსულ ენაზე დაახლოებით ჟღერს როგორც ყვავილი.( ახლაც გავწითლდი ამის გახსენებისას)
-ოოო დანქე აჩიი, დუ ბისტ ზო ზიუუუსსს.
და ამ დროს ეს ჭორიკანა, წრუწუნა თანამშრომლები ლამის შუაზე გასკდნენ სიცილისგან. სხვა ვერც ვერაფერი, საათნახევარში “მამაოჩვენო” წარმოვთქვი ლოგინში და უკეთეს მომავალზე ოცნებაში ჩამეძინა.
მეორე დღეც თითქოს ჩვეულებრივი უნდა იყოს სამსახურში, უბრალოდ ეს ჰიტლერი მეტად აჟიტირებული დარბოდა, ყეფდა, ერთადერთი მოსაფსმელად ცალი ფეხი არ აუწევია, ამ შემთხვევაში სუფთა გერმანული ნაგაზისგან ვერც გაარჩევდით. დღეს გარეთა კედლები უნდა შევღებო, ესეც ძალიან კარგი, მინიმუმ ორი დღე, ხორცის შეწვისას, ცხელი ზეთის მოწუწებისგან დაზღვეული ვარ. თითქმის შევღებე ერთი კედელი, ნამდვილად ტომ სოიერი ვარ. კუთხემდე მივედი და დავინახე ჩემი უფროსი “სვასტიკა” დგას, ხელში სანაგვე ურნა უჭირავს და გაზონზე დიდი მონდომებით ყრის პატარა ნივთებს, როგორც მთესველები. დღეც მორჩა. მთესველის კვალს დავაკვირდი და სიგარეტის ნამწვით არის მოფენილი ნახევარი გაზონი, ვერაფერს მივხვდი, ყურთსასმენები მოვირგე და ალბერტ შვაიტცერის ქუჩას ჩავუყევი. მეორე დილით ეს მყეფარა მეძახის თავის კაბინეტში, დღესაც დავაგვიანე.
-შენს საქართველოში ონკანიდან წყალი მოდის? ჰაჰაჰაჰ.
რა სასაცილოა, არადა სიამოვნებით გადავუწვავდი ამ დამპალ რესტორანს. მოკლედ, მიწასთან გამასწორა დაგვიანების გამო, შემდეგ ცალკე ლექცია წამიმღერა, უფროსის ცოლებთან მსგავსი რამეები ძალიან ცუდია, თან როცა ძველი თანამშრომლები ყოველთვის ყველაფერს ამბობენო. კარგად გადავრჩი ჭორიკნებმა ძალიან რომ არ გააზვიადეს ეს ჩემი ზრდილობიანი საქციელი. ჩემს ადგილს დავუბრუნდი, საღებავი გავხსენი და ამ დროს ისევ მეძახის. კბილებს ერთმანეთს ვაჭერ, ვიღიმი. გაზონის ნაპირთან დგას ჰერრ შურისმაძიებელი და თავისი ბესტფრენდი. კაცი ძალიან გავს თევზს.
-თევზკაცო, იცი, ჰერ შამაკჰიას ძალიან მოეწონა ჩემი ცვეტელინა? ჰაჰაჰ.
და მხარზე ხელი შემომცხო. სიგარეტს გაუკიდეს, თევზკაცმა მეც გამომიწოდა. სამივემ მოვწიეთ. მე ნამწვი ჯიბეში ჩავიგდე, გამომხედეს და თავიანთი წინა დღით დაგდებულებს მიაყარეს. მიბრძანა სათითაოდ ამომეკრიფა, შემდეგ თითით აგვისტოს მზეში მდგარ, გადახურებულ კონტეინერზე მიმანიშნა, რომელიც გამოტენილი იყო ცხიმიანი დანადგარებით, მხოლოდ იმიტომ, რომ არცერთი თანამშრომელი არ გაიმეტა იქაურობის მოსასუფთავებლად. სხვა გზა არ მაქვს, სამშობლოში თანხის გარეშე წამოსვლა პირდაპირ უკავშირდება ახლადნაყიდი ლეპტოპის დალომბარდებას და აღებული ფულის, პირველივე შემხვედრ კაზინოში დამღერებას. თუმცა ეს კონკიას სამუშაო მსუბუქი აღმოჩნდა, შემდეგ დღეებში გაცემულ ბრძანებებთან შედარებით. წარმოიდგინეთ, ძილისწინ ახლაც ხშირად მახსენდება ჩემი უფროსისა და თევზკაცის გამოგონილი გეგმები, ჩემს დასამცირებლად. შემდეგ გადავწყვიტე საქართველოში მემუშავა, აქ მაინც ვეყვარები ვინმეს, მაგრამ თევზკაცმა რომ გაიგოს საკუთარ ქვეყანაში მუშაობისას რა ამბები გადამხდა, დარწმუმებული ვარ გაოცებისგან ლაყუჩებს დაბერავს.


⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

მოსაწევის დიდი დოზისაგან გამოფიტული, გათეთრებული, დაეჭვებული ვზივარ ქალაქ დრეზდენის მთავარი სადგურის წინ, იქვე მოწყობილ ველოსიპედის სადგომზე. მზე პირდაპირ თვალებში მაჭერს და თავზე გახურებული თმები ლამის გამცვივდა. ვგრძნობ როგორ მომწყდა ბარძაყიდან ოფლის წვეთი, როგორ გაიარა წვივი და სადღაც წინდებში გაქრა. გამვლელები ზიზღით მიყურებენ და არავინ ცდილობს მომიახლოვდეს, ერთი ზანგის გარდა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ჩემი მდგომარეობა კარგად ესმის.
-შეიძლება შენი მობილურიდან დავრეკო? – მეკითხება გამოსაცდელად, როცა მთელი საათია საკუთარი მობილურით საუბრობს და თან თვალს არ მაშორებს.
-გერმანული ნომერი არ მაქვს-ვპასუხობ და ასე პირდაპირი კონტაქტით აღელვებულმა თვალი გავაყოლე, როგორ გამშორდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით დადგა.
დაწვრილებით არ მოვყვები იმ ემოციებს, რომელსაც ადამიანი გრძნობს უხერხულ მდგომარეობაში, მითუმეტეს, როცა მისი ნებისმიერი საქციელი მნახველთა გაღიზიანებას იწვევს.
ასეთ დროს ვხედავ ნაცნობ სახეს, რას ვიფიქრებდი, რომ ეს სახე ცოტახანში გონებას მთლიანად ამირევდა. ჟანას ვთხოვე სიგარეტი და წყალი მოეტანა იმ იმედით რომ გამოვკეთდებოდი, თან უკვე კარგად არის ყველაფერი, მარტო აღარ ვარ. აზროვნება მაინც ვერ მოვთოკე, მოდის ჟანა თავისი გრძელი ფეხებით, ვიწრო წელით და აშკარად მშურს, მე უკვე ძალიან გავსუქდი. ამბობს რომ წყალი არ იყო და სხვაგან მიდის საყიდლად. მადლიერებით გავხედე, ეს ყველაფერი უკვე ხსენებულმა ზანგმა დაინახა და ვხედავ, როგორ გაყვა ჟანას. მაინც დარწმუნებული ვარ რომ ჟანა ფეხს აუჩქარებს და მარტივად გაერევა ხალხში, სადაც მას ვერ იპოვიან.
წყალი არ ჩანს, არც ჟანა. ავღელდი და რასაც ახლა მოვყვები, არის იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც კი არ ეჭვობს ამ ყველაფერს, პირიქით, დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ან უკვე მოხდა. ჟანა ისევ არა ჩანს და მე უკვე მივხვდი, რომ შავკანიანებმა დაიჭირეს სადმე ჩიხში, ფული გამოსძალეს. უნდა მოკლან, სანამ მოკლავენ, თავიანთი დიდი პენისებით უნდა გაუსისხლიანონ საშო, ბოლოს ყელს გამოჭრიან და ქალაქ დრეზდენში დადგება სისხლისა და სპერმის სუნი, რომლის წარმოდგენაზე ახლაც ვიღგზნები. აღარაფერი მადარდებს, წამოვდექი და გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი. ძლივს მივედი ავტობუსის გაჩერებამდე, სანამ ველოდები ვფიქრობ – არაუშავს, მე დავივიწყებ ამ ამბავს, ისე რომ სინდისმაც არ შემაწუხოს, ადამიანები ისედაც კვდებიან, უბრალოდ ზოგს უმართლებს და უფრო საინტერესოდ ხდება, როგორც ჟანას შემთხვევაში.- მაგრამ მომინდა გადამერჩინა, იქნებ სულ ცოტა არის საჭირო რომ გადარჩეს, იქნებ ექიმებმა საშო გაუკერონ და სისხლისგან არ დაიცალოს, დრო აღარ ითმენს გონება გამეხსნა, წამოვხტი და პირველივე გამვლელს ვეცი, ნერვიულად ვუყვები რომ ერთი გოგო დაიჭირეს და კლავენ, ვთხოვ პოლიციას დაურეკოს, ხალხი მოგროვდა მე ისევ უშედეგოდ ვითხოვ დახმარებას, სისხლი თავში მომაწვა, ასეთ მდგომარეობაში მყოფს არავინ მიჯერებს და აქეთ მემუქრებიან პოლიციის გამოძახებით, ღმერთო რა უნდა გავაკეთო? როგორ დავწყნარდე და ამ დროს მოდის გაღიმებული ჟანა. არ შემიძლია იმის გადმოცემა თუ როგორ გავბედნიერდი, როგორ მომინდა მისთვის მთელი სხეული დამეკოცნა, თუ რა თქმა უნდა ზანგის სპერმას არ წავაწყდებოდი სადმე. არაფერი მითქვამს, ვერც ვეტყოდი. სიგარეტს გავუკიდე და ამ დროს მესმის საშინელი სიტყვები, რომლის გამოც მთელი დღე სირბილმა მომიწია:დონატები მოგიტანე, წამოდი გვერდზე გავიდეთ, უკეთ იგრძნობ თავს.
ოო, ეს ყველაფერი როგორ შემაძრწუნებლად ჟღერდა. ეჭვიანობას ვეღარაფერს ვუხერხებ, ეშმაკურად ჩავიცინე, მიხარია რომ ყველაფერს მივხვდი და უკვე შემიძლია თავის გადარჩენაზე ვიფიქრო. ჩემი ეჭვი საბოლოოდ განამტკიცა ჩვენსკენ მომავალი ორი ზანგის დანახვამ, რომლებიც აშკარად ერთმანეთით იყვნენ გართულები, მაგრამ იმ დროს ამას ვერც დავიჯერებდი. ვუყურებ როგორ გვიახლოვდებიან. დონატით მაქვს პირი გამოტენილი, ველოდები უფრო ახლოს მოვიდნენ რომ მე რამე მოვიმოქმედო. უკვე დროა, ჟანას არ ვუმხელ რომ ყველაფერს მივხვდი, მივხვდი რომ მათ გაურიგდა, რომ ჩემი შეპყრობა უფრო სარფიანი იქნება და თუ გაუშვებენ ჩემს დაჭერაში დაეხმარებოდა. ჟანას დავუტოვე ჩემი პასპორტი და სხვა ნივთები, ყოველიშემთხვევისთვის, გამოძიებას ადვილად რომ მიეკვლია თანამზრახველისათვის. კიდევ ორი ნაბიჯი ზანგების მხრიდან, მე ჩავისუნთქე და მთელი ენერგიით გავიქეცი, ღმერთო გამოვექეცი, თავი გადავარჩინე, გავრბივარ და ბედნიერებისგან უფრო მეტი ენერგია მაქვს, ხალხს ვეჯახები, წითელზე გადავრბივარ, მაგრამ ვგრძნობ რომ ფეხდაფეხ მომყვებიან, მთელი ქალაქი გადავჭერი, ბოლოს მწვანე მდელოზე აღმოვჩნდი სადაც ჩემი ქართველი მეგობარი მარიამ თავისი თეთრი ველოსიპედით უკვე მელოდებოდა, უკან გავიხედე და მივხვდი რომ მორჩა, მარიამს მივესალმე, ისევ სიგარეტს გავუკიდე და რაც იმ დღეს გაგრძელდა ეს უკვე სხვა, ძალიან სასიამოვნო მოგონებაა, რომელსაც შემდეგ მოვყვები.