ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

სალომე ბუკია 🔘 გაზაფხული, რომელიც არავისია

⬛⬛⬛⬛

სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ამ პერიოდში ალბათ იგივეს გავაკეთებდი. გადავიღებდი. ამიტომაც გადავწყვიტე მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობისთვის, რადგან მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთი ვიზუალი იყო ადამიანები დისტანციურად და პირბადით. დღე იწყებოდა რამდენიმე საათიანი მუშაობით სახლში, შემდეგ კი უკვე ინტერნეტ სივრცეში ჩაფლვით. არა რაიმეს შემეცნებისთვის, არამედ ნებისმიერი ამბის გაგებისთვის ოჯახის წევრებიდან, მეგობრებიდან თუ რომელიმე ინტერნეტ – გამოცემიდან. ყველაზე რთული ერთი ღამე იყო, როცა ბავშვობის კუმირზე პაოლო მალდინიზე და მის ოჯახზე შევიტყვე ვირუსის დადასტურება. სხვა შემეცნებითი ხასიათი არ მიცემია ინტერნეტს, თითქოს ყველა ინფორმაცია გაიხსნა და ამოტივტივდა – სათავისოდ ხელუხლებელი დარჩა, ცუდ დროს გაიხსნა. პანდემიის პირველ პერიოდში როცა დღე-ღამეში ათი-ათასობით ადამიანი იღუპებოდა, როცა ახლოს ხარ ყველა ახლობელთან რომელიც in the clouds არის ძნელია დრო დაუთმო იმას, რაც ისედაც ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ჩემთვის ეს იქნებოდა წიგნის კითხვა თუ ფილმების ყურება. ერთადერთი შედარებით ადვილი მუსიკის მოსმენა და ლაივ – სტრიმების ყურება იყო, მაგრამ ყველგან იპოვი იმას რაც გინდა: ლაივ – სტრიმის დროს გინდა კოპენჰაგენელი Courtesy ტიროდა…

მარტი, აპრილი, მაისი – გაზაფხლი ისე გავიდა რომ არავისი აღარ დარჩა, გარეთ სეირნობისას ვხედავდი არა აყვავებულ ხეებს, არამედ მათ ჩრდილებს შენობებსა და ქვაფენილებზე, ადამიანები კი თავიანთ ჰოუმ-ოფისებში ან კიდევ ფართის არ არსებობის გამო სადარბაზოში მოწყობილ ოფისში, სამწუხაროდ ეს ფოტო პრივატულია და ვერ გაგიზიარებთ. როდესაც სასეირნოდ გადიხარ და კიბეების ჩარბენა გინდა, მაგრამ იქვე სადარბზოში apple -ს ლეპტოპით, პატარა მრგვალი მაგიდითა და სკამით, მაგიდაზე სავსე ცხელი თერმოსიანი ყავით, სახლში მოსულზე ვეღარ ჩავუჯექი რეკომენდაციებს, მხოლოდ surfing უნაპირო ოკეანეში. ზაფხულში, შეხვედრისას ერთმა მეგობარმა მითხრა, მიუნხენში ცხოვრობს, და იქ კიდევ უფრო მკაცრი წესები იყო, ყოველ ღამით ძაღლივით ვასეირნებდიო საკუთარ თავს, ახლა როდესაც ვეცნობი შეიძლება ისევ გამკაცრდეს რეგულაციები და ისევ ტოტალურად ჩავიკეტოთ, მახსენდება “ძაღლივით ვასერინებდი თავს” , რომელსაც ვერც ერთი რეკომენდაცია ვერ გამინეიტრალებს, ალბათ.

I ფოტო 11 მარტს გადავიღე, ალექსანდერპლატცზე, რამდენიმე წუთის შემდეგ რაც ნიუსფიდზე ერთმანეთის მიყოლებით ვკითხულობდი “პანდემია” – ს , მეტროდან როცა გავედი ეს ხალხი შემეფეთა, რომლებიც მუდმივად ჩამწკრივებულები არიან, და ვფიქრობდი, ისინი უფრო ითხოვენ მოწყალებას თუ მე შვებას და იმედს განუსაზღვრელი მომავლისთვის 
იმედები და  მელატონინები.


პანდემიის პალელურად / განმავლობაში “homeless” ხალხი. მუდმივად მქონდა ის კითხვა, სად არიან, რას აკეთებენ? როგორ იცავენ წესებს ისედაც ტოქსიკურ გარემოში 

ცარიელი ადგილი მეგობრის სმს-ით შევავსე

მონაწერი, მინაწერი, ნათქვამი და ნანახი ერთმანეთში ირევა 

ვახშამი

გაზაფხული, რომელიც არავისია და Restartების ძიება

რესტარტების ყურება

უტოპია. იდეალური სამყარო.

ნაპოვნი შვება შუა ქალაქში.

Without body & Without soul