მარიამ გოჯორაშვილი 🔘 ნათება
⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛
ბნელდება, ნათდება, აი ისევ ბნელედება, ნათდება, ბნელდება
სად მიდიხარ? ნათდება, ბნელდება
ეს რა ხმა ისმის?
ნათდება, ბნელდება, აი ისევ ნათდება
ილუზიაა თუ ნამდვილია?
ბნელდება, ბნელდება
ისევ კივი?
რატომ?
სამყარო კვდება
გაზაფხულია
ქარია
წვიმს
რატომ კანკალებ?
ყვავილი ჭკნება ისევე როგორც ჩემი კანი
რისი სუნია?
წაბლის? ნუშის? ასკილის? სიკვდილის?
ნათდება, ნათდება, ნათდება
გული ფეთქავს?
ბნელდება, ბნელდება, ბნელდება
ეს წვიმის წვეთებია თუ ტირი?
ქაოსი, მდუმარება, სევდა, სიკვდილის სუნი
ნათდება, ბნელდება, ნათდება
ბნელა არავის ხმა აღარ ისმის აღარ ნათდება. სამყარო მოკვდა.
⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛
წყნარი ღამეა. ვარსკვლავები ტირიან. თითქოს ყველანი მარტონი არიან. თითქოს ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ და ამოხსნან საიდუმლო რატომ შეიქმნენ და რატომ არსებობენ ისეთ ადგილას სადაც მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და ამავდროულად ხმაურიანი სიცარიელეა ისინი ქაოსური მოწესრიგებულობით მიჰყვებიან საკუთარ ტკივილს და ცდილობენ იმ არსებათა ტკივილიც შეისრუტონ, რომლებთანაც არიან გამოგზავნილნი . მაგრამ ზოგიერთ მათგანს ამის უნარი აღარ შერჩენია . სწორედ ასეთი ვარსკვლავები, ციმციმით ეშვებიან გალაქტიკაში, სადაც სრული სიბნელეა იქ სადაც მხოლოდ აყროლებული თევზის სუნია და მეტი არაფერი. ლურჯი ალი იცინის. ვის დასცინის? არვიცი. შეიძლება ამ სამყაროში დარჩენილებს ან საკუთარ თავს, რადგან ისიც მარტოა და ეს ძალიან კარგად იცის.ს მან ისიც კარგად იცის, რომ მოვა დრო და ყველა ვარსკვლავი აციმციმდება და იმ გალაქტიკაში მოხვდება საიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდება. და ამასთანავე მოვა დრო და თავადაც ჩაქვრება, თუმცა მას უხარია. ალს ახარებს, რომ ჯერ მისი დრო არ მოსულა. წამები მიდის და აი ისიც ქვრება. ალიც ერთ-ერთ მოციმციმე ვარსკვლავად გარდაიქმნა და საბოლოოდ ჩაქვრა. ბნელდება. აი ისევ ნათდება, ისევ ახალი ალი ჩნდება, ისევ ახალი ვარსკვლავები. ეს მუდმივი წრებრუნვაა, რომელსაც დასასრული არ აქვს ან აქვს კიდეც, შეიძლება მისი დასასრული დასაწყისიც იყოს.