ვიზუალური ხელოვნება

ელენე მელიქიძე (მესხი) 🔘 ნაბიჯი

⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛

რვა წლის ვიყავი დედამ რომ ხატვაზე შემიყვანა. დიდხანს არ მივლია, გარემოს ვერ
შევეგუე, ბევრი ხალხი და ძირითადად ხმაური იყო ხოლმე. მალევე გამოვედი და სახლში
გავაგრძელე ხატვა, თუმცა ცოტათი გამიჭირდა, მიჩვეული ვიყავი, რომ ვიღაც რაღაცას
შემისწორებდა და მეტყოდა, რა როგორ აჯობებდა.

რაღაც პერიოდი საერთოდ აღარ ვხატავდი,
ჩარჩოებში მოვექეცი და გამუდმებით ველოდი იდეას, რომელსაც შემდეგ განვახორციელებდი,
თუმცა რ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ

უბრალოდ უნდა ადგე და პროცესში შეხვიდე.

მაგ დროს გრძნობ, რომ მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს, აღარ ფიქრობ შედეგზე, უბრალოდ იღებ
ფუნჯს და საკუთარ თავს ხარ მინდობილი, და ბოლოს გრჩება ისეთი რამე, რაზეც აქამდე
შეიძლება არც გიფიქრია,
ან უბრალოდ არ გქონდა აღმოჩენილი
.

ვფიქრობ ხატვა საკუთარი თავის გამუდმებით ძიებაა და რაც უფრო ბევრს ხატავ, უფრო კარგად გრძნობ თავს, უფრო მეტად ივსები. ახლაც ხშირად მაქვს ხოლმე პერიოდები როცა არ ვხატავ, მაგრამ ეს პერიოდი ორ-სამ დღეზე მეტხანს აღარ გრძელდება.

არაფერია იმაზე კარგი, როცა შემოქმებითი კრიზისი
ნაკლებად გაქვს. აკადემიური ხატვა პრაქტიკულად არც მისწავლია, მაქსიმუმ ორჯერ მექნება
ფიგურებზე ნამუშევარი და იმდენად მღლიდა ეგ პროცესი, შევეშვი. ყოველდღე ერთსა და იმავეს
ხატავ, იმისთვის რომ მერე თავად შექმნა, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა უშინაარსო
ფიგურების ხატვა მაგრად დამეზარა და პირდაპირ საკუთარ თავს ვენდე
.

ახლა ვფიქრობ, რომ
უბრალოდ ზრდის პროცესში ვარ, ვეძებ რა უფრო მომწონს და სად უფრო კომფორტულად
ვგრძნობ თავს. მაგრად მინდა რომ სახელოსნო მქონდეს და ისევ ზეთებს დავუბრუნდე, კარგია
აკვარელში ხატვა, ხან და ხან აკრილშიც, მაგრამ ზეთები სულ სხვა ამბავია, იმ პერიოდს
მახსენებს, როცა ხატვაზე შემიყვანა დედამ და პრინციპში საიდანაც დავიწყე, სადაც მთელ
ოთახში ზეთების სუნი იდგა. ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი, ახლა
უბრალოდ დასაწყისში ვარ და პირველ ნაბიჯებს ვდგამ
.