ულრიკე ალმუტ ზანდიგი 🔘 ჩემი მეგობრები
თარგმანი – ბელა ჩეკურიშვილი
___________
დავკარგე მეგობარი, რომელსაც ვატკინე. და სხვა მეგობარიც დავკარგე:
რაღაცნაირად, უსაფუძვლოდ დავივიწყე.
დავკარგე მეგობრის პლასტმასის ბეჭედი, ბალახივით მწვანე. მერე, ცოტა მოგვიანებით
– თვითონ ის მეგობარიც. ნამდვილი მიზეზი, რის გამოც მეგობარი დავკარგე,
ასევე უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ დამეკარგა. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს!
სრულიად ნათელია: ჩემი მეგობრები ტყის იმ ზონაში იმყოფებიან, სადაც ხეები გამქრალია
და ისინი მოხრილები დადიან ქარში. ერთ მათგანს პლასტმასის ბეჭედი უკეთია,
ბალახივით მწვანე, რომელიც სადღაც სხვაგან უკვე მინახავს.