პროზა

ნიკა აბაიშვილი 🔘 აჯაფსანდალი

გაბრაზებული ვარ. ძალიან გაბრაზებული. აი თქვენ კიდე რო გადაშალეთ მანდ
დაგენძრათ. აზრზე არ ვარ ამის წაკითხვა რას მოგიტანთ. თუ გგონიათ რომ რამე
ინტელექტუალურ საქმიანობას ეწევით ამ წამს გადაშლილი წიგნით(ამის კითხვით). (თ
ებს ვაშორებ. გფილტრავთ) მითუმეტეს დახურე. მსგავსიც არაფერი. აქ იქნება ბევრი
ყლე, უფრო ბევრი მუტელი. სადღაც ათ გვერდში ყველა გოგოს სახელს ჩამოვწერ ვისზეც ოდესმე დამინძრევია. ვინც მომცა და არ მომცა პწიჩკებს გავუსვამ. ოცი გვერდის მერე ძაან გავხურდები და ყველა იმ გამოყლევებულს ჩამოვწერ მთელი რეგალიებით ვისთანაც მიმუშავია. თან გარდი გარდმო დავახასიათებ. მერე პატარა ფანტაზიებსაც დავუმატებ, რაღაცებს მოვიგონებ. სადღაც სადღაც კედელზე ამოკითხულებს დავწერ. შემთხვევით
გაგონილებს. ძალით ნანახებს. ერთი ორს დავანძრევ და ბევრს ვილაპარაკებ.


მოკლედ მე აქ ვერთობი. შენ რა გინდა ხზ*.


მე თავის დროზე რაღაცეები მასწავლეს, ისეთი რაღაცები აი წიგნებიდან რომ ისწავლება.
ჰოდა გპირდები მსგავსს აქედან ვერაფერს ისწავლი. მარტო ერთის გარანტიას ვიძლევი.
აქ არ იქნება კომპრომისები, გალამაზ-გამოლამაზება და დახვეწა. გულწრფელი ვიქნები.
საზიზღრად და მართლა გულწრფელი. ჰო ვთქვი, ძალიან გაბრაზებული ვარ.
ახლა დავანძრიე. განა ვინმეზე, ისე უბრალოდ კუნთების მოსადუნებლად. მარა
გათავებისას მაინც ყველაზე გამეფიქრა. ყველაზე ერთდროულად. იმის კვნესა, ამის
ტრაკი, იმის ფეხი, ამის თვალი, იმის ძუძუ, ამის შესუნთქვა. ძირითადი მოტივი მაინც
ფსიქოთერაპევტს ეჭირა. განა ლამაზია და რამე. უკვე კაი ასაკიც აქ. ჩვეულებრივ
გარემოებაში ამაზე არც გამეფიქრებოდა. არც იმიტომ რომ უბრალოდ ქალია. იმენა
იმიტომ რომ ფსიქოტერაპევტია. იმიტომ დავანძრიე რომ მერე მოვუყვე. ვნახოთ ერთი რა რეაქცია ექნება. აქამდე მცენარეულ ტაბლეტებს და რაღაც ახალ ახალ ქიმიებს მაყრიდა.
მაგრად მომბეზრდა. უნდა დავამთავროთ. ხვალ ვეტყვი რომ უფრო ცუდად ვარ ვიდრე
ვიყავიი ! ერთადერთი მიზეზით. რომ ყველაფრის გამოსავალი ვიპოვნე. აქვე, სეანსზე. ამ ძველი ჟურნალის მაგიდაზე უნდა გადაწვეს მუცელზე, ტრაკი მორჩილად მომიშვიროს, ნაღვლიანი მზერა მესროლოს მხრის უკნიდან და მაცალოს. ვეტყვი რომ ამის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ და შიგადაშიგ ძალადობრივ წიკებსაც გავურევ. საფუძველი
ჩაყრილია. წინა სეანსზე რამდენჯერმე ვახსენე დანები, ჭრილობები და ეგეთი სისხლიანი
ამბები. ოდნავ შეეშინდა. რომელიღაც წამლის დოზა გამიზარდა. ჰოდა ახლა ვნახოთ.
პირში რომ მივახლი 10 წუთში დოგი სტაილში უნდა მიგატყნათქო რას იზავს. ალბათ
გამომიწერს რაღაცებს და გადამამისამართებს ვინმესთან. ბებიამაგისამ. ეს ბოლოა.
არცერთი თერაპევტი არ ყოფილა ლამაზი, ყველა ქალი იყო მაგრამ ყველა კაი ხანში
შესული. და რაღაცნაირი საერთო სუნით. მოკლედ დაგენძრათ ქალბატონო თამარ. ან შენ იტყნები ან მე ვაჯვავ.
თამარზე მერე გავაგრძელებ. თორე ნაღდად არ იმსახურებს მთლად პირველი
გვერდიდან გაჭენებას. ამხელა ამბავს არც თანამშრომლების და წაკლა გოგოების გამო
ავტეხდი. და საერთოდ აქ ჰორიზონტალური ხაზი, გამოკვეთილი პერსონაჟები და რამე
არ იქნება. ხომ გითხარი. ეს იქნება აჯაბსანდალი. მე აკვიატებული ფიქრები, წიგნები, ეპოქები, ამბები, ადამიანები და ადგილები მაქვს. შიგადაშიგ ოდისეას ჩემეული ვერსიაც
იქნება. ადრე ვწერდი. ოდისევსი მთელი ძალით ცდილობს არ დაბრუნდეს ითაკაში,
(იმიტომ რომ ელენეც ამის ამბავია და აქილევსიც ჩერეზ ქუსლი არ დაბრედილა) მაგრამ ეს ახვარი ღმერთები და თანამოძმეები ბოლომდე მიათრევენ უკან. პენელოპე ყველა
სასიძოსთან წევს და ტელემაქეს უცხო კაცების კვნესა ქშენები ბავშვობიდანვე ახსოვს.
ახსოვს და გარბის. ითაკა “პატარა ქალაქია ძმაო.” კიდე დელფოსელ ორაკულებზე,
ინდოელ ასულებზე, თბილისელ ჰიპსტერებზე. რუსთაველ კოლორიტებზე და რავიცი. თუ
მაინცდამაინც აჯაფსანდალის რეცეპტსაც დაგიწერთ. თუ მაინცდამაინც კი არა მაგითი
დავიწყებ!
აჯაბსანდლის მᲝსამსადევლად დაგვჭირდება:

600   გრამი კარტოფილი 800   გრამი ბადრიჯანი 4   ცალი დიდი წვნიანი პომიდორი 3   ცალი დიდი თეთრი ხახვი 2   ცალი მწარე მწვანე წიწაკა 30   გრამი დაჭრილი ქინძი 30   გრამი დაჭრილი ოხრახუში 12  ჩ/კ დაფქული შავი პილპილიმარილი გემოვნებით 7   ჩ/კ ზეთი2   კბილი ნიორი (სურვილისამებრ)

მომზადება

ყველაფერი რაც გასარეცხია გავრეცხოთ, გავასუფთაოთ და დავჭრათ. ბადრიჯანი არ იფრცქვნება, კუბიკებად დაჭრილს ვაყრით მარილს, ვასხამთ წყალს და ვტოვებთ სიმწარის გასაცლელად, შემდეგ ვღვრით წყალს ვავლებთ გამდინარ წყალს და მსუბუქად ვწურავთ. ბულგარულს ვაცლით თესლებს და ვჭრით. პომიდორს ვმდუღრავთ ვფრცქვნით და ვჭრით. ხახვს ვჭრით არც თუ ძალიან წვრილად ( ნუ საშუალოდ) მწარე წიწაკას და მწვანილს ვჭრით, ნიორს ვჭყლეტთ საჭყლეტით. მზადდება საშუალო ცეცხლზე, სასურველია დადგათ გამანაწილებელზე რათა დაიზღვიოთ თავი ქვაბის ძირზე მიკვრისა და მიწვისგან.

ბოლო ეტაპი ქვაბში მოთავსების თანმიმდევრობა: ვხრაკავთ ხახვს, შემდეგ მასში ვუშვებთ ბულგარულს და ვთუშავთ, შემდეგ საერთო მასაში მიდის ბადრიჯანი და მწარე წიწაკა, ვამატებთ დარჩენილ ზეთს სრულად, როდესაც ბადრიჯანი კარგად შეითუშება ვუმატებთ პომიდორს, შაქარს და მარილს, ველოდებით დუღილის დაწყებას, დუღილი დაიწყო და ვინიშნავთ საათს, უნდა იდუღოს ნახევარი საათი, პერიოდულად ვურევთ. შემდეგ ვუშვებთ ნიორს და მწვანილს და ვადუღებთ კიდევ 15 წუთი. თან ისევ ვურევთ პერიოდულად,


ხზ* – მესამე ათასწლეულის თბილისში გავრცელებული მოკლე გამოთქმა პირდაპირი თარგმანით “ყლემ იცის”. ( ანუ
არავინ არ იცის). მომდინარეობს რუსული “хуй его знает” – “ხუი ივო ზნაიეტ” იდან. რაც 90 იანი წლების ტფილისში
“ხუივოზნაიეტ” ად გადაკეთდა. ახალი ათიანების დადგომასთან ერთად ფრაზა შემოკლდა. და მოკლე ამოსუნთქვით,
მსუბუქად ითქმება. სრული გაუგებარობის გამოსახატად.

არ ვიცი მიხვდით თუ არა მაგრამ ეგეთი რამეა აჯაბსანდალი. ყველაფერს ერთად თუთქავ
ქვაბში და რაც გამოდის გამოდის. ერთმა ღარიბმა ნათესავმა ჩვენთან სიცილით მოყვა
ჩემი შვილი აჯაბსანდალში ხორცს ეძებდაო. მერე იტირა. აჯაბსანდალი ისეთი რამეა
ხორციც შეიძლება იყოს. ძებნას აზრი არ აქვს და არ იქნება. მაგრამ შეიძლება იყოს.
და საერთოდ აქ ყველაფერი პირიქით იქნება. იმიტომ რომ ჩემთან ყველაფერი
ყოველთვის პირიქით იყო. და მომწონდა კიდეც. პირიქით ხალხი , პირიქით ლაპარაკი.
პირიქით მოქცევა, პირიქიით სიყვარული. მოკლედ თითს თუ სადმე გაიშვერენ მე მეორე
მხარეს ვიყურები. ბავშვობაში მინდოდა ცოლად მომეყვანა ყველაზე მეტ კაცთან
ნამყოფი ქალი.
ბავშვობის მერე დიდად არ შევცვლილვარ.
რაზე ?
ყველაზე და ყველაფერზე.