ლუკა ჩერქეზიშვილი 🔘 ანტინომია
⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛ ⬛
ჩვენ ვცხოვრობთ ღმერთების, გმირების და მხეცების ეპოქაში,
ქუჩაში,
და ტანი ეგდო,
დაკეცილი კორპუსების ნანგრევებში
უკანასკნელი იყო სახე, რომელიც შერჩენოდა
ცეცხლი წაუკიდე
სანთებელა, რომელიც ცეცხლს უკიდებდა მის სიგარეტებს
იწვოდა სახეზე,
და იყო სახე დამსხვრეული სამყაროსი
სისხლში გასვრილი დაიბადე
და სისხლში გასვრილივე მოკვდი,
ნამსხვრევებად ქცეული ბოთლები ბარდნიდა,
სახესთან ხელი უმოძრაოდ
დნებოდა,
ომის შედეგი ენაზე ჩამონთხეულიყო,
თითებს ილოკავდა,
ქალაქი ტიროდა,
ყვირლი,
მომავალი წიკწიკებდა ნაღმივით,
აჩრდილები ქვითნებდნენ,
შეჭამე,
ისმოდა სიმღერა ძონძების,
იწვოდა სახე,
თვალები ეყარა ცაზე,
ქარი იკეცებოდა ღრიჭოებში,
საშო იყო ვულკანი,
იწვის,
იწვის,
იწვის,
და რაც მე ვერ დავწვი,
ვერც მზემ,
ვერც სანთებელამ,
წმინდა იყო,
სახელი შენი,
ნანგრევებად ქცეული,
ასოები,
წმინდა იყო,
არაფერი,
შენი საშოდან გამომავალი,
ხმები,
რიცხვების დოღი,
შენს ენაზე,
მარკებად დაღვენთილი
ინჟინერია ბოქვნების,
თმები
სამყარო ჩამოშლილი,
სუნთქვა,
მიეცი კოსმოს,
რაც მე მომეცი,
ნაჭრილობები,
ტანი,
არაფერი ჟონავს არაფრიდან,
წყლის გარდა,
კერტები,
ქალაქის ლანდია,
ცათამბრჯენებად ქცეული,
თვალები,
აჩნდა ვარსკვლავები,
ცრემლად ჩამოშლილი,
სამყარო,
გმინავდა,
მეშვიდე სხივად გამომავალი,
ფერები შენი,
მოირყეს,
თავის ქალაზე ნაგები,
ქალაქები,
ირყეოდნენ ხეები,
თმები,
შეფუთულ ქარებს მჩუქნიდნენ,
წკარუნით ეშვებოდნენ მონეტები
მუცელში,
მოწამლული,
ტანი,
სკდებოდა,
მტვერი,
ქალაქის თავზე,
და მტვერი იყავი,
ტუჩები,
ჭაობად ქცეული,
იძირებოდა,
ტანი,
ბუღში ცივილიზაციების,
გამხამრი სული,
ყვერებშორის მოქცეული,
იბრძოდა,
ტანი
მხეცები,
ძიძგნიდნენ ჭიაყელები,
ძარღვები,
წვიმებად ჩამოთესლილი,
შენს მკერდზე.
წოვა,
წოვა,
წოვა,
ანტონიმია,
ბუნება,
შენი
ანტინომია,
ძიძგნეთ,
ძიძგნეთ,
ნაღველ(ი)ა,
წივილი,
ქალი,
წივილი,
ქალაქი,
წივილი,
ღმერთი,
ძუძუები ქანაობდნენ,
ხმები,
არაფრიდან,
ხმები,
არაფრიდან,
ხმები,
არაფრიდან,
მიმატოვე,
ლურსმნები,
ჩაქუჩები,
თვალები მოაცილე,
ტანმა დემონსტრაციულად,
საკუთარ თავს მოაცილა თვალები
და მთისკენ გაილაშქრა,
დოღი მოაწყვე,
და ტანი საკუთარ თავს დაედევნა,
ფერფლად იქეცი,
წვიმა მღეროდა.