თარგმანი, პოეზია

ჯორჯ კარლინი 🔘 მე თანამედროვე კაცი ვარ

მთარგმნელი ლაშა ყელბერაშვილი

მე თანამედროვე კაცი ვარ,

ეპოქის კაცი.

გაციფრულებული და არამწეველი,

მულტიკულტურული პოსტმოდერნული დეკონსტრუქცია ვარ,

რაც ანატომიურად და ეკოლოგიურად არასწორია.

ელექტრონულად ატვირთულ-ჩამოტვირთულ-გამოქვეყნებული

მონაცემი ვარ,

და მე ვიცი შემცირების დადებითი მხარე

და განახლების უარყოფითი მხარე.

მე ვარ მაღალტექნოლოგიური ხულიგანი,

მულტიფუნქციური სადღეისო სახელოვნებო გარღვევა

და შემიძლია ნანო წამში მთელი გეგაბაიტი მოგცე!

მე ვარ ახალი ტალღა,

მაგრამ წარმოვადგენ ძველ სკოლას, 

არადა ჩემს შინაგან ბავშვს გარეთ გაღწევა სწადია,

მე სადენებზე შეერთებული, გამხურებელი და  გულგრილი მომხმარებელი ვარ,

ხმააქტივირებული და ბიოდეგრერირებადი.

წვდომა მაქვს  საკუთარ მონაცემთა ბაზასთან,

ჩემი მონაცემთა ბაზა კი კიბერსივრცეშია, 

ამიტომ ინტერაქციული ვარ,

მე ჰიპერაქტიული ვარ

და დრო და დრო რადიოაქტიური.

ვარ ზღვარზე, მუდამ მზად და ნარკოტიკებისგან სუფთა,

მე არ მჭირდება არც კოქსი და არც სპიდები,

არ მოვითხოვ არც ლოთობას და სისხლისღვრას.

ამწამიერი, ზღვრული და გასული ვარ , თან დაკვირვების ქვეშ,

მარტივად მისაღები,  ნაკლებ თვალშისაცემი, საშუალო გაქანების ბალისტიკური მისიონერი,

ქუჩა გამოვლილი მომაკვდინებელი ბომბი,

თან მაყურებელი და თან ფრაერი ვარ,

ვატარებ მტყვნელ ყლინჯებს,

ვამბობ მტყვნელ ტყუილებს,

სულ მძინავს მაგრამ ფინიშთან პირველი ვარ.

მე დავდივარ გიგანტის ნაბიჯებით, ვტენი სლემ დანქს და ვაღწევ საწადელს,

მრისხანე შრომისმოყვარე ვარ,  მშრომელი რისხვისმოყვარე,

ვარ განწმენდილი,

და რეალობას არ ვეგუები!

შენ ვერ შეძლებ მომაკეტინო

ვერ გამაცურებ, რადგან დაუღალავი და უკაბელო ვარ,

ბეტა-ადრენობლოკატორებზე შემჯდარი ალფა მამრი ვარ, 

ურწმუნო და ზედმეტად წარმატებული,

გამოუსვლელი და მოდის გურუ,

გულწრფელი, შინაური ვინმე ვარ,

ღარიბი ვარ მაღალი გემოვნებით.

უდიდესი, გამძლე, მაღალი ხარისხის,

სწრაფმოქმედი, მუდამ მზადმყოფი და უტეხი ვარ,

ხელმარჯვე, ფეხმარდი, სტერეოტიპული, თავყლე, საკაიფოდ პოსტ-ტრავმატული ვარ

და მყავს უკანონო სიყვარულის ნაყოფი რომელიც სიძულვილით სავსე წერილებს მიგზავნის,

ვკითხულობ უსარგებლო მეილებს,

ვჭამ უვარგის საკვებს, 

ვყიდულობ უსარგებლო ობლიგაციებს და ვუყურებ სულელურ სპორტს.

ვარ გენდერულად განსაზღვრული, კაპიტალტევადი, ადვილად გამოსაყენებელი და ლაქტოზაზე ალერგიული.

მე მიყვარს სექსში უხეშობა,

სიყვარულში კი სიმკაცრე,

მეილებში ვიგინები

და პროგრამული უზრუნველყოფაც კი ჩემს მყარ დისკზე ჰარდკორია

 – არავითარი მსუბუქი პორნო!

სრულად აღჭურვილი, ქარხნულად დამოწმებული, ჰოსპიტალურად გამოკვლეული,

კლინიკურად დამტკიცებული, მეცნიერულად ფორმულირებული სამედიცინო სასწაული ვარ,

განბანილი, მომზადებული, შეცხელებული, გაეკრანებული, დამტკიცებული, ჩალაგებული, დათარიღებული, გაყინულ-გამდნარი და ორ განდონიანი ვარ,

მე მაქვს მაუწყებლობის შეუზღუდავი უნარი.

უხეში ტიპი ვარ,

მაგრამ ნაღდი,

შემსრულებელი ვარ!

გადატენილი და გასასროლად გამზადებული ვარ.

წვეულების გული ვარ,

და გაჩერებას არ ვაპირებ,

ეჭვი არ არის არ გავჩერდები,

კავშირის დასასრული!