ანრი მაკაროვი ● ზევსის ასული
□□□□□□□□□□□ ჩემივე თავის აგებიდან დაწყებული გზით და სიჯიუტით, სხვაგან არსად არ მინდა ვიდგე, ახლა მუსიკა სულ უბრალო ატონალური და კიდევ უფრო გამარტივდეს სათქმელი ამით, ჩემთვის ცენტრია და მიმართება სულ კიბე-კიბე ! ადის სული სადაც წადია. ასე ტალღებად გაბნეული შენი თმებია, დაწვე მინდვრებში არ გჭირდება პეპლისთვის ბადე, მინდა დავცინო ყველა ახსნას ყველა აცდენას და შეცვლილ ღიმილს ვეთაყვანო ასე სახლამდე! და შენს თვალებში გაბნეული ვარსკვლავებია, ჩემი მეგზური ცრემლი არა წყარო კამკამა, შეეწირება ვიდრე მივალ უცხო ნაპირებს, თუ უშენობა სამუდამოდ გამინაპირებს… როგორც ადრე ისე შევძახებ, ნანგრევებიდან ყოვლად წმინდა რაც შემომრჩება, რომ ყველაფერი შენთვის ვაგე და რა თქმა უნდა, თუ არ დასრულდა საფრთხეა და მოსალოდნელი… მსურს უმიზეზოდ თოვლიან ღამით და ცის ნათებით, არ დაეძებდე ნაცნობ ადგილს ისე იარო, და ცარიელი ყველა გალია რაც ვერ დახატე, ის სილურჯე გამიზიარო… აღარსად გეძებ იმ ჩიტივით ერთხელ მოფრინდი, მას შემდეგ სულ სხვა მხრიდანაც რომ აღვიქვამ საგნებს, და არსებობა სულ სხვა სიღრმით ყველა არენას სიცრუისას დავამსხვრევ საკნებს… და გონებაში გაავრცელე როგორც სავანა, ჩემი სიმართლე რაც შენიშნო სიცოცხლე სადაც, ეს მოკრძალება ისეთივე ბუნებრივია, გიხდება ლურჯი ალბათ უფრო ის მწვანე კაბაც… ასე ტალღებად გაბნეული შენი თმებია დაწვე მინდვრებში არ გჭირდება პეპლისთვის ბადე, მინდა დავცინო ყველა ახსნას ყველა აცდენას და შეცვლილ ღიმილს ვეთაყვანო ასე სახლამდე!
□□□□□□□□□□□□□
ზევსის ასული დაგელოდები, ნუ მოელი ჩემგან საყვედურს, რომ შენს ძახილზე დაიბადოს ერთხელ სიჩუმე, ეს იდუმალი განცდა ჭარბობს შეგრძნებას მეფურს, წყაროს წყალივით კამკამა განცდით. დაგიწყობ რუნებს და მარმარილოს, მტვერს გადავწმენდ და მზესაც გავძარცვავ, თუ მოინდომეს მთვარეს ეძინოს, მე, იმ წყაროსთან გრაგნილით მივალ. მიწისქვეშეთში დრაკონს ვაბრუნებთ, გესაუბრები ალბათ ისეთზე რასაც ვერასდროს ვერ დავუბრუნებთ, ჰადესის ბრაზით განვიმსჭვალები, შენ პერსეფონეს ონავარობით და გავაცოცხლებთ ყველა იდეას რაც კერპად ედგათ საუკუნობით. გთხოვ, არ იკითხო როგორ გავცივდი და შენი სულის მფარველ ყვავილებს, არასდროს დავკრეფ და ავაყვავებ, ის რაც გზას ჩემკენ გაგიადვილებს. ციცინეთელებს ნუ მიენდობი, მაშინ როდესაც შენით ვმარხულობ, ღმერთებიც მიხვდნენ, რომ უშენობით მე ბალთაზარის სიზმრებს ვნახულობ. შენ თვალებიდან ცრელის ოკაცე წამოგცდა ტანჯვით შემოგარსული და გალაკტიკას ჩუმად მოვტაცე, მე ელვის შუქზე ზევსის ასული.
□□□□□□□□□□□□□ აქ არ ვარ სამყაროს შეშლილობაში მეც დავდო ბრალი თავისუფლება უემოციოდ გადარჩენილი ვის უნახია ჩემი და შენი იყოს ნება, ხელახლა იშვა… არც გაიფიქრო ამ ქაოსში ხელი გაგიშვა. მე აღარ მახსოვს დასამალი რაც კი რამ მქონდა მოსაპარი სარეცხივით გამოგიფინე მოქნილად გავალ ყველა ბგერას მოხერხებულად წინ გაიხედე ცისკენ ფიქრი აღარ მიმართო და ჩემს დუმილში დაბადებულ სისავსეს უთქმელს ისევ სიტყვებით ამოქოლავს ბრბო მე ეს ვიცი არ მაქვს საერთო ამ გამარჯვებით რატომ გავერთო წესრიგია თავისთავადი მადლობა ღმერთო. ვერაფერს მეტყვი ვერ შემამჩნრევ სიპატარავეს რადგანაც სული დიდიხნის წინ ამას გაექცა და საიმედო რომ ვარ იგი დღესაც არ მტოვებს შორიახლოა ვერ გაასწრებს თუნდაც რაკეტა ზღვასთან როდესაც მე დავტოვებ ამ სამყაროს ცენტრს გადავინაცვლებ გამოვძვრები უთუოდ მგონი ვერ დამეწვევი რაც არ უნდა ვლასტები გქონდეს პოლიციელო დაგეწვება გზაში პაგონი.
□□□□□□□□□□□□
აფარებული ხელებიდან მზე ნაპრალებში როგორც აღწევდა, გჩუქნი იმ შუქს და იმ სულელურ გამბედაობით, უკან რომ აღარ ბრუნდებიან ისე გიყურებ … ოხ მერამდენე თავი ცხრა თვალს რომ შეუმჩნევლად, დამეფიცება შენი სახელი ამ მზიდანაც, უნდა დავმალო … და თუ რა განცდით უნდა ვწერდე, როგორ ვბრუნდები მაგიდასთან და ტყუილად ვზივარ, უნდა დავმალო შემოდგომა მსგავსი ზაფხულის, ქარია თუ ფრთათა შეხება… სამი სამყარო საცხონებლად ვერ მიტევს თითქოს, ვიხედები შენთვის შეუმჩნევს, ქარია თუ ფრთათა შეხება, უნდა დავმალო … ეს ქვეყანაც თავისებურად უნდა ვიყვირო ზოგჯერ, ისიც რაც არ მეხება … ამიტომ მე ვარ პოეტი მერე კი საქმე , მინდა სულ მცირე არაფერიდან, ჩამეთვალოს იქნებ შესაქმედ, უწესობაა რომ ნათქვამი სწორად გაიგო, მაშინ ნათქვამსაც ეკარგება თავისი პეწი… ახლა კი ვიტყვი მსხვრევის ნაცვლად დავილეწები, ან სათხოვარი რა მაქვს მაგრამ შევიხვეწები, მინდა შეხედო ჩემში მკვდარი, მერე კი ჩემზე სრულყოფილი ნახო ცოცხალი … გამიდის და ამიტო ვამბობ, რომ მზისსგანაც უნდა დავმალო, რომ უნდა იყოს მხარეები სადაც სინათლე სულ იყო და არის ზედმეტი… მორჩილი არა ვარ მეტად როდისღა უნდა დამეხვას რეტი მინდა შეხედო ჩემში მკვდარი მერე კი ჩემზე სრულყოფილი ნახო ცოცხალი…