ვიზუალური ხელოვნება, სიახლეები

ნინო ამონაშვილი 🔘 ფემინურობა კამერის წᲘნ

სოფი მდივნიშვილი ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ფოტოგრაფიაშიც მთავარ როლს ადამიანის სხეული ასრულებს. ავტორის შემოქმედება მრავალფეროვანია და აქცენტი ძირითადად ადამიანის ფიგურაზე კეთდება და მის მდგომარეობაზე სივრცეში. ამ მრავალფეროვნებას განაპირობებს ის სხვადასხვა სათქმელი, რომელსაც მის ფოტოგრაფიაში ვამჩნევთ.


თავად ავტორის სოციალურ ქსელშიც შევნიშნავთ კომენტარებს, სადაც ის საუბრობს თუ რატომ არის მის ფოტოებში ქალის სხეული აქცენტირებული. თუ კი ქართულ „შიშველ“ ფოტოგრაფიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სოფო ამ მხრივ ყველაზე მრავალფეროვანი ხელოვანია, მისი შემოქმედება ეთმობა არა მხოლოდ კონკრეტულად ფიგურას, არამედ ადამიანების ისტორიებს სხეულით გამოხატულს, ეს იქნება გარკვეული სტიგმები, სტერეოტიპები თუ სხვა. ეს ფოტოები ცდილობენ გვიჩვენონ პიროვნების მდგომარეობა მხოლოდ ფორმით, მხოლოდ სხეულით და მისი დინამიურობით, ანდაც სტატიკურობით. ნიშანდობლივია, რომ საქმე მხოლოდ ფიგურის გამოსახვასთან არ გვაქვს, არც რაიმე იდიალიზირებულ ფორმებთან და სოფო ზოგ შემთხვევაში ცდილობს ისაუბროს იმაზე, რომ ზოგადად სხეული წარმოადგენს ინდივიდუალურად დასანახავ ობიექტს და ის საკუთარი ფოტოგრაფიით ქალებს აძლევს საშუალებას, რომ მათი სხეული არის ის რაც უნდა იყოს, არა მხოლოდ ლამაზი, ან ესთეტიური, არამედ ის რაც მათთვის თავისთავად მნიშვნელოვანია და წარმოადგენს მათ ნაწილს.


ნიშანდობლივია, რომ საქმე მხოლოდ ფიგურის გამოსახვასთან არ გვაქვს, არც რაიმე იდიალიზირებულ ფორმებთან და სოფო ზოგ შემთხვევაში ცდილობს ისაუბროს იმაზე, რომ ზოგადად სხეული წარმოადგენს ინდივიდუალურად დასანახავ ობიექტს და ის საკუთარი ფოტოგრაფიით ქალებს აძლევს საშუალებას, რომ მათი სხეული არის ის რაც უნდა იყოს, არა მხოლოდ ლამაზი, ან ესთეტიური, არამედ ის რაც მათთვის თავისთავად მნიშვნელოვანია და წარმოადგენს მათ ნაწილს. ავტორი ცდილობს სხეულით მოგვიყვეს პერსონის ამბავი, გადმოსცეს მისი განცდა და მდგომარეობა, გაჩვენოს, რომ სხეული მიმიკაზე არანაკლებ ირეკლავს ადამიანის შინაგან განწყობას.
საკითხი აღარც ახალია და აღარც ზედმეტად აქტუალური, მაგრამ ლოკალურ, ინდივიდუალურ კონტექსტში ის ხდება ძალიან ღირებული და ამავდროულად საჭირო. ფაქტია, რომ ხასიათი, რომელიც იგრძნობა ნამუშევრებში არის ბევრად ინტიმური, შეიძლება სიშიშვლეზე მეტად ინტიმურიც კი. სწორედ ამ ხასიათის წყალობით ფოტოები ინარჩუნებენ ზღვარს ეროტიულსა და პორნოგრაფიულ ხასიათს შორის.
რაც შეეხება გამოსახვის მეთოდს, აქაც ნათლად ვხედავთ ავტორის დამოკიდებულებას და მიდგომას მისსავე სამუშაოსთან და იმას თუ რამდენად ცდილობს იყოს თავისუფალი. ხშირად ვნახავთ სხეულს, სადაც ქალებს აქვთ შრამები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან რაც მათ გადაიტანეს, ძირითად შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემასთან. ფოტოგრაფია, რომელიც ინტერესდება მათით და ხელს უშლის სტიგმების ფეხის მოკიდებას საზოგადოებაში, რა თქმა უნდა იძენს განსხვავებულ მნიშვნელობას. მთავარია არასედრის დაგვავიწყდეს, რომ კონკრეტული სხეულის მიღმა ადამიანია თავისი ბევრად უფრო პირადი და ინტიმური ისტორიით. ჩვენ კი მათი ყურებით ან ვიგებთ ადამიანზე რაიმეს, ან ვერ.


კომპოზიციის ასაწაყობად ავტორი ზოგიერთ შემთხვევაში იყენებს ლანდშაფტს ან უბრალოდ გარემოს თავისებურებებს, იმისთვის, რომ ის გახადოს უფრო საინტერესო ან მიმზიდველი. გარემოს და სხეულის სინთეზს ძალიან ბევრგან შევნიშნავთ მის ფოტოებში და აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია მიზანი რასაც ეს სინთეზი ემსახურება და ის თუ როგორ ცდილობს იგი ამ სინთეზით შექმნას გარკვეული ხასიათი ფოტოში, სადაც დაკარგულია ადამიანის სახიერი განწყობა და ძირითად როლს მისი ფიგურა თამაშობს. ზოგიერთი ფოტოს ყურებისას გვრჩება განცდა, რომ ადამიანის ის შიშველი მდგომარეობა ძალიანაც ბუნებრივია იმ გარემოში რამდენადაც შეუჩვევლები არ უნდა ვიყოთ ასეთ სანახაობას, ისინი თითქოს ცდილობენ იქ განთავისუფლდნენ იმ კონკრეტულ მომენტში და განაგრძნონ „საკუთარ თავად ყოფნა“, სხვა დანარჩენის გარეშე, ტანსაცმლის, „უცხოს“ გარეშე.

۔


უმეტეს შემთხვევაში ფოტოები ნაკლებად გადატვირთულია, მაგრამ შევხვდებით ისეთებსაც სადაც ინტერიერი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი გამოსახვის დროს, ანდაც გარკვეული ატრიბუტები ხდება სხეულის სხვანაირად წარმოჩენის საშუალება, ეს ატრიბუტები შეიძლება იყოს მარაო, ქუდი, ყვავილები, ფრთები თუ სხვა. თავისუფალი სივრცე თავისუფალი სხეულისთვის-სწორედ ეს არის რისთვისაც ფოტოგრაფი იყენებს ქარის წისქვილებს ან სანაპიროზე განლაგებულ ქვის ლოდებს.
დრამატურგიული ხასიათის დანახვაც ბევრ ფოტოში შეიძლება, სადაც გადაღლილი და დაქანცული სხეული ჩანს, ენერგიისგან დაცლილი და შიშველი.

სოფოს ფოტოგრაფიას რაც ყველაზე მეტად ახასიათებთ არის თავისუფლება, ის არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ავტორი კიდევ ცდილობს ეს სხეულის გამოხატული თავისუფლება დააფიქსიროს გადაღებულ კადრში და დაგვანახოს მოდუნებული სხეულის მდგომარეობა სიშიშვლის დროს.
ქალები მარტო, ქალები სხვა ქალებთან ერთად და ქალებიც სხვა ქალების სიმრავლეში და ამ დროს მათი საერთოობა მხოლოდ სხეულია, ეს ანატომიურობა ზოგჯერ აერთიანებთ მათ და აქცევთ საერთო „ჯაჭვში“. ცარიელი სივრცეები შიშველი სხეულისთვის და უბრალოდ ზეწრები, რომლებიც ფაქტობრივად ისედაც ადამიანის სხეულის ნაწილებს წარმოადგენენ რეალურ ცხოვრებაშიც.