გიორგი ვარამაშვილი 🔘 ქალი სარკეში
ჩემი ყოველდღიური ტრადიცია სარკეში ყურებაა, შემდეგ ან თმას ვისწორებ, ან თუ ტუჩსაცხი საკმარისად არ მისვია, უცბად ვასწორებ ნაკლოვანებას და გავრბივარ სამსახურისკენ. თუ დასვენების დღეა, ჩემ ზედა მეზობელთან ავდივარ, რომელიც ასევე ჩემი დაქალია, ან ჩამოდის ქვემოთ და ჭიქა ყავაზე სხვადასხვა თემებზე ვჭორაობთ. დღესაც ჩვეულებრივად ავდექი, დავიბანე ხელ-პირი, ვისაუზმე, დავსქროლე ფეისბუკი, თუ არ ჩავთვლით უცხო ხალხს, რომლებიც გაცნობას ( რაზეც მაგრად ვღადაობ ხოლმე) მეხვერწებიან, ერთადერთი მონაწერი იყო, ჩემი დაქალი საღამოს თავისთან მეძახდა. შემდეგ გავლამაზდი ჩვეულებრივ და შევხედე სარკეს. იქიდან მეორე მე მიყურებდა, ზუსტად ისეთივე, როგორიც მე ვარ. რა მოძრაობაც არ უნდა გამეკეთებინა, ისიც ყოველთვის იგივე მოძრაობას ასრულებდა. ვუყურებ ჩემ თავს და ძალიან მომწონს, ძალიან მომხიბვლელი ვარ. ახაგაზრდული შარმი მაქვს. ახალგაზრდული შარმი წამომიარა თავში აზრმა და გამეცინა. ეს თავის კარგად მოვლის დამსახურებაა, ალბათ სწორედ ამიტომაც მწერენ პატარა ბიჭები და მთხოვენ გაცნობას, ზოგი საერთოდაც მესიჯობას რომ წარმოვიდგენ თᲮუთმეტიწლის ბი ჭუნას ვხვდები, მეცინება. საბედნიეროდ ჩემზე საკმაოდ პატარების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ორმოცდაათი წლის ქალი ვარ და ასეთებს დედად ვეკუთვნი. ჩემი სასიყვარული ურთიერთობის დრომ დიდიხანია გაიარა, ახლა ისევ მარტო და ვცხოვრობ ლაღად და წყნარად.
უცბად მესენჯერი აწკრიალდა, დავხედე მესიჯს. ფეისბუკ მეგობარმა ერთადერთი სიტყვა: ” წარსული” მომწერა და წაშალა, მართალია ის აღარ ჩანდა ჩემს თვალსაწიერში, მაგრამ გონებაში მაინც დარჩა. იტრიალა, იტრიალა და მეხსიერებაში დალექილი, მივიწყებული წარსულის გამოღვიძების პროცესი დაიწყო. უცბად თითქოს ჩემ განვლილმა ცხოვრებამ ტელევიზორის ეკრანზე კადრებად დაიწყო გამოცოცხლება, ჯერ ერთი მერე, მეორე, მესამე………შემდეგ კადრებს ეკრანი აღარ დაეტიათ, იქიდან გამოვიდნენ და მთლიანად გონებაში არსებული ფიქრი მოიცვეს, ჯერ ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე…..:
სკოლის პერიოდიდან ბიჭები ჩემით მოხიბლულნი იყვნენ, მეოთხე კლასში ვიყავი მთელი კლასი მე მეტრფოდა, სკოლა ისე გავლიე ხან ერთთან მქონდა ურთიერთობა, ხან მეორესთან, რადგანაც ბავშვურად მეც ვიხიბლებოდი, ყოველთვის ბავშვურად მეგონა, რომ ეს სიყვარული იყო და მუდმივი იქნებოდა, სანამ სიკვდილი დაგვაშორებდა, მაგრამ შემდეგ როდესაც ცნობიერება მომემატა და სამყაროს სხვანაირად აღქმა დავიწყე, მივხვდი, რომ ვცდებოდი და რეალურად ბავშვური გატაცებები იყო.
პირველ კურსზე რომ გადავედი, ბავშვურ გატაცებას სიყვარულისგან უკვე ვანსხვავებდი, უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, რომელთაც უნივერსიტეტის კედლებში, დაქალის დაბადებისდღეზე, ავტობუსის , მარშუტკის გაჩერებაზე ვხვდებოდი. თავიდან არცერთი არ იმჩნევდა რომ მოვწონდი, ვოხუნჯობდით ერთად, მაგრამ როდესაც გრძნობებში მიტყდებოდნენ, ყველას უარით ვისტუმრებდი, რადგან როგორიც მე მინდოდა არცერთი არ იყო. მე მწამს, რომ სიყვარული პირველი შეხვედრისთანავე მოდის, რომ შეხედავ ადამიანს,(ფეისბუკზე სურათზე თუ პირადად სულერთია) გულში რაღაცას იგრძნობ, რაც გაგამხიარულებს, გადაგრევს, გაგაგიჟებს, ეს არავის მიმართ მქონია და ყველას ერთიდაიგივეს ვეუბნებოდი: “არ მცალია ვსწავლობ ჯერ. “
სხვათაშორის მარტო პირადად არა, სოციალურ ქსელშიც აქტიურობდნენ, მიმატებდნენ მწერდნენ, ვწერდი, ვოხუნჯობდი, როდესაც შეხვედრაზე მიდგებოდა საქმე, ვატყუებდი რომ შეყვარებული მყავდა, ან ვხვდებოდი და წინასწარ ვაფრთხილებდი რომ მე მხოლოდ მეგობრობა შემეძლო, დიდმა ნაწილმა კონტაქტი გაწყვიტა, დარჩა ერთი- ორი, რომელთაც რატომღაც იმედი დარჩათ გარკვეულხნიანი მეგობრობის შემდეგ, ურთიერთობას დაასერიოზულებდნენ, მაგრამ მე ისევ წინააღმდეგ წავედი და იმათაც დამანებეს თავი.
………………………………….
მესამე კურსზე ვიყავი როდესაც ბიჭის მიმართ პეპლები გულში პირველად ჩამივარდა. ის როგორც კი დავინახე უნივერსიტეტის კიბეებზე, ისე მომეწონა, კინაღამ მივვარდი და ჯერ სახელი ვკითხე და კინაღამ ნომერი ვთხოვე, მაგრამ თავი შევიკავე და როგორც მიღებულია, გამოძიება დავიწყე. სახელი, გვარი, რაზე სწავლობდა გავიგე. პირველ- კურსელი ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტი აღმოჩნდა, რომელმაც 100% გრანტით უმაღლესში ჩააბარა. ამაზე უფრო მეტად გადავირიე და ფეისბუკზე ჩავწერე შესაბამისი სახელი ქართულად, მაგრამ ვერ ვიპოვნე, მერე ლათინურად ჩავწერე, რამდენიმე ამოაგდო, მაგრამ არცერთი არ ემთხვეოდა.ძალიან დავსევდიანდი, ამ მომეტებულ სევდიან განწყობაზე უაზროდ ვსქროლავდი ფეისბუკს, ძირითადად ჩემი ახლობლების ფოტოებზე ვაკეთებდი რეაგირებას და კომენტარებს. უცბად დავინახე ჩემი ძველი დაქალის მარის ფოტო, მინდოდა ძალიან დამეგულებინა და კომენტარში “ლავ” დამეწერა, მაგრამ გუშინ მე რომ ფოტო დავდე, გაატარა და როგორც მიღებული იყო, მეც ისე მოვიქეცი, გავატარე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა სრულიად დაიგნორებას, კომენტარების რაოდენობა მაინტერესებდა. ვინ ესიყვარულებოდა მას. სულ 15 კომენტარი იყო აქედან 13 გოგოების, მეთოთხმეტე მისი ძმის და მეთხუთმეტე ვიღაც ბიჭის. ამ ადამიანის სახე ძალიან მეცნობოდა და გადავწყვიტე დამეთვალიერებინა. ის ბიჭი აღმოჩნდა ვისზეც ნადირობა მინდოდა, ოღონდ თავის სახელის ნაცვლად ” CRAZY MONKEY” ეწერა. დავიმატე, თანხმობა თხუთმეტ წუთში მოვიდა. მინდოდა მიმეწერა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან დახამებული, ან რაღაც ცუდი არ ეფიქრა ჩემზე, თან ჩემი დაქალის მიმართ ეჭვი გამიჩნდა, ხო არ აბამდა ამ ბიჭს, უნდა დავფიაქრებულიყავი, რაღაცნაირად უნდა მომეშორებინა ეს აზრი, თორემ დაკა-დაკა და ძალიან ახლობლის დაკარგვა არ ამცდებოდა. შემდეგ გამახსენდა რომ მე ამ ბიჭამდე არავინ მომწონებია, ის ხან ვის აბავდა, ხან ვის და ამასობაში ძალიან კარგ მეგობრობას მიწევდა: ჩემთან რჩებოდა, მასთან ვრჩებოდი(ფილმებს ვუყურებდით, ბალიშებს ვესროდით ერთმანეთს, ვოხუნჯობდით, რამდენჯერ დავმთვრალვართ ერთად სუფრაზე ვინ მოთვლის), არაფერს მიმალავდა, ძალიან ბევრი შავი საქმე გაკეთებული მაქვს მასთან ერთად, ოჯახები ერთმანეთს დიდიხანია და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ მომწონდა, არ მეგონა გულში ღალატი გაევლო. იმ პერიოდში როდესაც ამ ბიჭს ვწერდი და პირადად ვეტენებოდი, ბევრი ბიჭი მიმატებდა ისევ, მაგრამ ახლა ყველას აღარ ვიმატებდი, თუ საერთო ჯგუფში ვიყავით, რათა ფილმები ან წიგნები ერჩიათ, ან ვხედავდი რომ ნაკლებად სერიოზული იყო და ოხუნჯობდა ( ოღონდ არა ბავშვურად რათქმაუნდა, ზრდასრული ადამიანის უნდა ყოფილიყო.), ვიმატებდი. აქედან მხოლოდ სამმა ბიჭმა შემომთავაზა შეხვედრა, ორმა ისეთი ტკბილი სიტყვებით, აშკარად ჩანდა რომ მოვწონდი და უარი ვუთხარი, სხვა მყავს თქო, მესამე იმ ბიჭის ძმაკაცი იყო და დავთანხმდი შეხვედრას, რომ უფრო მეტად დავახლოვებოდი და მისი გული მომეგო, მაგრამ მესამე შეხვედრაზე როდესაც კაფეში შევედით, რომ ჭიქა ყავაზე რაღაც ეთქვა, ( როგორც შემდეგ გაირკვა, გრძნობებში უნდა გამომტყომოდა.) უკანა მხარეს ბოლოში დავინახე ის ბიჭი და ჩემი დაქალი. ბიჭს გოგოსთვის ხელი ხელზე დაედო და ისეთ სიტყვებს ეუბნებოდა, რომ მხოლოდ შეყვარებული ეტყოდა. ისინი ისე იყვნენ ვნებაში გადავარდნილები, რომ ჩვენ ვერ დაგვინახეს.
-ლაშ ბოდიში დედამ სახლში მოდიო და მე წავალ რა?
-დაიცა მეც მოვდივარ და გაგაცილებ,
-არა, არაა საჭირო. მადლობა! შენ თუ გინდა, დარჩი!
-კარგი, მეც წამოვალ და მეტროში გაიყრება ჩვენი გზები.
-კარგი.
მივდიოდი და გულში სევდა მქონდა. ჩემი უარყოფითი განწყობა ლამპარში გამოკეტილ ჯინივით იყო, რადგან უამრავი ხალხი ტრიალებდა ჩემს ირგვლივ და არ მინდოდა გამომემჟღავნებინა, საღამოხანს როდესაც ლოგინში, ჩუმად ვიზლუქუნებ, ჩემ მშობლებს რომ არ გავაგონო, ამით ცოტა დავიმშვიდებ თავს და შედარებით უკეთ ვიქნები. მარის ვერაფერს ვეტყოდი, რადგან უბრალო დიპლომატიურ საუბარს აზრი არ ჰქონდა, რადგან მარი ძალიან ფეთქებადი იყო და ისეთი დაქალები ყავდა, ჩემთვის ყველანაირი გაგებით ფატალური შედეგი მოყვებოდა, ამიტომ ჯოᲑდა უბრალოდ დამევიწყებინა ეს ბიჭი, აღარ მიმეწერა, ან დამებლოკა და ჩემ დაქალთან ხელოვნურად კარგად ვყოფილიყავი, რადგან ის რაც ჩვენ გადაგხვდა თავს, აწმყოში გაგრძელება ჰქონოდა და წარსულში არ გადანაცვლებულიყო. რამდენიმე დღეში ჩემმა პაკლომ ისევ მთხოვა შეხვედრა, გამომიტყდა თავის გრძნობებში, რაზეც ვუთხარი რომ მე მასთან შეხვედრას აღარ ვაპირებდი და მხოლოდ ფეისბუკ მეგობრობა შემეძლო. ეს რათქმაუნდა ბიჭს არ მოეწონა და დამანება თავი. ეს ბიჭი არ მომწონდა, პირველი შეხვედრისას ვერ მიმიზიდა, რადგან სხვაზე ვფიქრობდი, თან ახლა ისეთ განწყობაზე ვᲘყავი არავინ მჭირდებოდა საერთოდ.
........................................
ასე ვიყავი დაახლოებით ხუთი წელი. უაზროდ ვწერდი უამრავ ბიჭს, არცერთ მათგანს არ უხსენებია სიტყვა შეხვედრა და არც მე დამიძრავს სიტყვა, ამის დამსახურება იყო, რომ დღესაც გვაქვს კონტაქტი, მაგრამ მხოლოდ ფეისბუკით და არცერთი მათგანი არ ვფიქრობთ სხვა რამეზე.
უნივერსიტეტის შემდეგ ერთ სარეკლამო კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ვაკეთებდი ყველაფერს რაც საჭირო იყო და ცხოვრება მდორედ მიდიოდა, არანაირ ცვლილებას არ ველოდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სამსახურში ახალი თანამშრომელი მიიღეს - წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი, რომელმაც ასევე თავისი განათლებითაც მომხიბლა. ერთხელ მოვიდა, გამეცნო, მეორეჯერ მოვიდა, საინტერესო თემაზე გამომელაპარაკა. საღამოს ფეისბუკზე დამიმატა და იქ ბევრი ვისაუბრეთ, მოკლედ ორ კვირაში შევხვდით. სამ წლიანი ურთიერთობის მერე დავქორწინდით. ამ პერიოდის განმავლობაში გაიცნო ყველა ჩემი დაქალი, მეც ყველა მისი ძმაკაცი და როდესაც ჩვენი ურთიერთობამ პიკს მიაღწია, რაც იმას ნიშნავდა, უკვე მყარად ვიცოდი ის ის იყო და ფეისბუკი გაუქმებული მქონდა, არა ბოდიში, გატყუებთ, მხოლოდ ძალიან ახლობელი მეგობრები დავიტოვე და მქონდა ჩემს პირად ჩატში მატრიარქატი ვერცერთი ბიჭი ვერ გაიჭაჭანებდა, გარდა ჩემი შეყვარებულისა, უკიდურესს შემთხვევაში ჩემი შეყვარებულის ძმაკაცების დამატება შემეძლო, ეს ყველაფერი გარეგანი მოთხოვნით ხდებოდა და ეს უკანასკნელიც საწყენი იქნებოდა, რადგან ძმაკაცებს ერთმანეთის მიმართ ნდობა შესუსტებული ჰქონდათ, რამდენიმე წლის წინ მომხდარი ამბის გამო. რა ამბავი? არ მინდა გავამხილო; ჩემმა ყოფილმა ქმარმა რომ გაიგოს მასზე რამეს ვყვები, გაგიჟებული ამომივარდება და სიფრთხილეს თავი არ ტკივა. სწორედ ამიტომაც არ გიმხელთ მის სახელს და ჩემს სახელსაც. ხოდა რას ვამბდოდი, ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ყოფილმა ქმარმა ჯერ ხელი მთხოვა და მერე ოფიციალურად დავქორწინდით.
დაქორწინებიდან რამდენიმე წელი ყველაფერი კარგად იყო. სამსახურიდან წამოვედი და დიასახლისი გავხდი, როგორც ჩემმა ბიჭმა მთხოვა, მერე გავაჩინე ბავშვი- ბიჭი, ისეთი ლამაზი რომ სიტყვებით ვერ აღვწერ, მენატრება ჩემი შვილი, მინდა კიდევ ვნახო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქედან ორ ნაბიჯშია, ჩემი ქმარი არ მაძლევს საშუალებას ვნახო.
ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მობილური აწკრიალდა. უცხო ნომერი იყო, რომ მივედი, უკვე გათიშული იყო. ხუთ წუთში კიდევ დარეკა.
-ალო
-გისმენთ!
-…….. მინდოდა
-მე ვარ, ვინ ბრძანდებით?
-გიორგი გიორგაძე, შემთხვევით გავიგე შენი ნომერი დაგირეკე, რამდენიხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
-უი გიორგი, როგორ მიხარია რომ დამირეკე, როგორ ხარ? საიდან გაიგე ჩემი ნომერი? როგორ მიხარია შენი ხმის გაგონება.
-კარგად შენ? მეც მიხარია შენი ხმის გაგონება. ახლახანს ჩამოვედი რუსეთიდან. ნინიმ მომცა, მეც ძალიან მომენატრე.
-რას საქმიანობ?
-ახლახანს ჩამოვედი და უმუშევარი ვარ, ისე ცოტახანში გასაუბრებაზე უნდა გავიდე ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. შენ რას საქმიანობ?
-მე გავთხოვდი და დიასახლისი ვარ.
-ძალიან კარგი. ხვალ საღამოს შეიძლება თეატრში წავიდეთ? კაი სპექტაკლია.მომენატრე, რამდენი ხანია არ მინახიხარ.
-მეც მომენატრე, სავარაუდოდ კი, თუ არაფერმა შემიშალა ხელი თანახმა ვარ. ხვალ დილას დაგირეკავ.
-კარგი.
საღამოს ჩემი ქმარი მოვიდა სახლში, ვახშამი დავუდე, ჭამის დროს მივუჯექი გვერდზე. თეფში რომ მოასუფთავა, მერე ამოვიღე ხმა:
-დღეს ტელეფონზე ერთმა ადამიანმა დამირეკა.
-ვინ?
-გიორგი გიორგაძე, ჩემი ბავშვობის ნაცნობი.
-მერე?
-თეატრში დამპატიჟა და წავიდე? ახლახანს ჩამოვიდა რუსეთიდან.
-არა, რათქმაუნდა. მე არ ვიცნობ მაგ გიორგაძეს და ხომ არ ვიცი ვინ არის? ამიტომ არა, ჯობს ზრდილობიანად უთხრა უარი, ვიდრე მე დავურეკო და ვეჩხუბო.
-კარგი.
გათენდა. გამოვიღვიძე. თერთმეტი საათი რომ გახდა, ტელეფონი აწკრიალდა, გიორგი იყო. უარი ვუთხარი და მიზეზად მოულოდნელად გაჩენილი საქმე მოვიმიზეზე.
იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, რადგან ძალიან მინდოდა ჩემს მეგობართან ერთად თეატრში, მაგრამ ქმარმა არაო და მის სურვილს ვერ გადავახტებოდი.
ასეთ ყოფაში გავატარე ხუთი წელი. ქმარმა ტელეფონი არ წამართვა, მაგრამ ვინ მირეკავდა, ან ვემესიჯებოდი, აკონტროლებდა. არ მსიამოვნებდა ასე შეზღუდული ყოფნა, მინდოდა ჩემ ბავშვობის ან სტუდენტობის დროინდელ მეგობრებთან კონტაქტი, მაგრამ თითქოს ხელბორკილები მეკეთა, ან ხელოვნურად შექმნილი კედელი იყი ჩემს და ჩემს მეგობრებს შორის. დღეს საბედნიეროდ ეს კედელი აღარ არსებობს, მაქვს ურთიერთოᲑა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი შვილის ფასად, ქმარმა აღმართა კედელი ჩემს და ჩემს შვილს შორის, შვილს ეუბნებოდა, რომ მე ორივე მივატოვე და შეაძულა ჩემი თავი. სწორედ ამიტომ არის, რომ ამდენი დროის მერე მაინც არ მელაპარაკება ჩემი შვილი. ვერ უპატიება ” საყვარლის გაჩენა” და მიტოვება”. მას არასწორი ინფორმაცია აქვს და სიმართლის გაგება არ უნდა. გული იმაზე კი არ მიწუხს, რომ ჩემი შვილი ტყუილში ცხოვრობს და სიმართლეს რომ ვეუბნები, არ მიჯერებს, არამედ ამაგი რომ დამივიწყა: თავზე გადაყოლილი ვიყავი, ჯერ ძუძუს ვაწოვებდი, მერე როდესაც ფეხი პირველად აიდგა, სიარულში ვეხმარებოდი. სამი წლისას ბაღში შევიყვანეთ და ყოველდღე მიმყავდა და მომყავდა უკან.მომავალ წელს სასიხარულო ამბავი მოხდა, ჩემმა ქმარმა ახალი სამსახური იშოვნა: ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიის რეკლამირება ჩააბარეს. ხელფასი უფრო მეტი ჰქონდა, შესაბამისად ოჯახში შემოსავალი გაიზარდა. ამ სასიხარულო ფაქტის მიუხედავად მენატრებოდა საკუთარი სამსახური და შემოსავალი, მომბეზრდა ყოველდღიური რუტინა: ბაღი, სახლის ლაგება, საჭმლის კეთება, ბავშვის ბაღიდან მოყვანა, ჩემი ბიჭუნა ძალიან უჭმელი ბავშვი იყო და ამიტომ კოვზის პირში ჩათხრა მიწევდა, მაგრამ ჩემ ქმარს ვერაფერს ვეუბნებოდი და თავდახრილი მივსდევდი ცხოვრების დინებას. ჩვენი ერთად ყოფნის დროს ჩემი ყოველდღიური რუტინის გამო დაქალებს უკეთესს შემთხვევაში ხუთ თვეში ერთხელ ძალიან მცირე ხნით ვნახულობდი, რაც ძალიან იშვიათი იყო და უფრო ხშირად წელიწადში ერთხელ. მეზობლებთან არ გავდიოდი, რადგან ქმარმა თავის ნაკლებ საზოგადოებაში გადმომდო და არ მაინტერესებდა ჩემს ირგვლივ ვინ ცხოვრობდა, თურმე ამ შემთხვევაში ვცდებოდი და სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე ხდება, როგორც განგებას სურს და ადამიანს არ ძალუძს მის წინააღმდეგ წასვლა. თურმე კარგს ყოველთვის მოყვება ცუდი და არ მინდა გავიხსენო მონასტრის არევის პერიოდი, მაგრამ ამდენი რამე რომ გავიხსენე, მოგონებები მომაწვა და რომ გავთავისუფლდე, უნდა მოვყვე.
........................................................
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩემი ქმარი ისვენებდა, ჩვენთან სახლში მისი თანამშრომლები და ძმაკაცები მოვიდნენ. დაიწყო ქეიფი, სიცილ-კისკისი. ქეიფის ბოლოს, როდესაც უკვე ძალიან მეძინებოდა და სტუმრები იშლებოდნენ, ერთმა შეზარხოშებულმა სტუმარმა ჩემ ქმარს კითხა:
-ნათია როგორ არის?
კარგად. უპასუხა ჩემმა ქმარმა.
ჩემთვის უცხო ადამიანის სახელი რომ გავიგე, რაღაც გრძნობა დამეუფლა, შინაგანად ავღელდი, მაგრამ ამავე დროს ძალიან მეძინებოდა და არაფერი ვუთხარი. მეორე დღეს ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში. გადაწყვეტილი მქონდა, საღამოს რომ დაბრუნდებოდა, გამეგო თუ ვინ იყო ნათია და ამით შინაგანი მღელვარება მომეხსნა.
დაღამდა. მე ყველა საქმე მოთავებული მქონდა და ველოდებოდი ქმრის დაბრუნებას.ტელეფონი აწკრიალდა:
-ალო
-ახლა მოვდივარ და მაღაზიიდან მოგიტანო რამე?
-პური ამოიტანე, სხვა არაფერია საჭირო.
-კარგი.
ამოვიდა, ჭამა, ტელევიზორი ჩართო ახალი ამბების გასაგებად, მე გვერდზე მივუჯექი, რადგან დამდგარიყო დრო, როდესაც უნდა გამეგო სიმართლე.
-კაცო
-გისმენ
-ნათია ვინ არის?
-ჩემი თანამშრომელი, რა იყო?
-არაფერი, გუშინ რომ ახსენეს დავინტერესდი.
-ასე დაინტერესებული ნუ ხარ! შენივე კარგად ყოფნისთვის გეუბნები.
ეს ნათქვამი მეწყინა და უსიამო გრძნობა გამიძლიერდა, მაგრამ გადავყლაპე, რადგან ჩემი ქმარი უაზროდ არასდროს მაფრთხილებდა.
სამი დღის შემდეგ , როდესაც ჩემი ქმარი რაღაც თავის საქმეზე წასულიყო, ჭუჭყიანი ტანსაცმელები აბაზანაში გასარეცხად შევიტანე, ბოლოში დარჩენილ მის პერანგს რომ ვაგდებდი სარეცხ მანქანაში, წითელმა ლაქამ მიიზიდა ჩემი ყურადღება, უფრო რომ დავაკვირდი ტუჩსაცხი აღმოჩნდა, საშინელი ეჭვი გამიჩნდა რომ ჩემი ქმარი მღალატობდა, რასაც ვერანაირი აზრი ვერ ახშობდა, სიმართლე უნდა გამეგო, მის ძმაკაცებს ვკითხე, მპირდებოდნენ არავის არაფერს არ ვეტყვითო, მაგრამ ვერც ინფორმაციას ვიღებდი მათგან, ბოლოს რომ ჩავაჟინდი ერთმა ყველაფერი აღიარა: ჩემ ქმარს ყოლია ვიღაც საყვარელი ნათია ტოკლიკიშვილი, რომელიც ასევე მათი თანამშრომელი იყო. ეს ამბავი მეხის გავარდნასავით იყო ჩემთვის, იმ დღეს ვიტირე, ისე რომ ქმარმა ვერ გაიგო, ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ არ ვიმჩნევდი ჩემ ქმართან, გულში შურისძიება მქონდა. ამის გამო ჩუმად გავხსენი ინსტაგრამი, სახელი და გვარი დავაწერე და სურათებიც დავდე, ჩემი ქმარი მარტო ფეისბუკის მომხმარებელი იყო და ვერაფერს გაიგებდა, ჩუმად რომ ვწერდი ვიღაცეებს. ერთ კვირა დღეს როდესაც სამსახურისგან ისვენებდა ვაჟბატონი, უცბად მისი ტელეფონი აწკრიალდა, ის იბანდა და ტელეფონზე მე ვუპასუხე. გოგო იყო, ჩემი ქმარი უნდოდა, ცოტა დაიბნა ჩემი ხმის გაგონებაზე და მთხოვა გადაეცი დამირეკოსო. ათ წუთში გამოვიდა ჩემი ქმარი და რომ გადავეცი დანაბარები, სახე მოეღრუბლა, თითქოს რაღაც არ მოეწონა, ერთი ორი წუთის შემდეგ დამშვიდდა და თქვა:
-ეტყობა ჩემი თანამშრომელი ნათია იყო, უნდა წავიდე საქმე გვაქვს.
ოცი წუთის შემდეგ სახლიდან გავიდა.
ერთი კვირის შემდეგ უკვე ჩემი ტელეფონი აწკრიალდა
ალო, გამოვალ ხუთ წუთში.
ტელეფონი გაითიშა, ამ განაცხადს ჩემი ქმარი მშვიდად ვერ შეხვდებოდა, მომვარდა და დამიწყო გამოკითხვა რაზე საქმეზე მივდიოდი, ვისთან და რატომ?
-საქმეზე. ყველაფერს საღამოს გაიგებ ვთქვი მე და გავედი.
საღამოხანს რომ დავბრუნდი უკან, ქმარი სამზარეულოში იჯდა და ჭამდა.
-სად იყავი?
-საქმეზე
-გასაგებად ილაპარაკე! რა საქმეზე იყავი?
-რა საქმეზეც შენ დადიხარ არასამუშაო დღეებში, მეც იმ საქმეზე ვიყავი.
-არ მეხუმრება მე!
-არც მე! საყვარელთან რომ დადიხარ,რომელიც ასევე შენი თანამშრომელია, შენ გგონია არ ვიცი? ხოდა სამაგიეროს გადახდის მიზნით საყვარელი ვნახე.
-რა?
-რაც გაიგე!
ქმარს უნდოდა ფიზიკურად გამსწორებოდა, მაგრამ მერე გაახსენდა ჩემს უკან ძალიან სერიოზული ხალხი, რომელიც ჩემ ცემას არ აპატიებდნენ და თავი შეიკავა. დამშვიდდა. იმ საღამოს გაშორებაზე შევთანხმდით და როდესაც გავეყარეთ, ჩემი შვილიც თან გაიყოლა. ვიცოდი არ დამიტოვებდა, შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა და შვილი დამეტოვებინა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, რადგან გაყრის პროცესში ბავშვს ტყუილებით ჰქონდა თავი გამოჭედილი და ვერ მიტანდა.
..............................................
დღეს მართალია უკვე მეტყობა ასაკი, მაგრამ ძველებური მომხიბვლელობა არ დამიკარგავს. მართალია ასე თავისუფლად ყოფნა ძალიან კარგია, მაგრამ მომბეზრდა მარტოობა და დღეს ერთ კაცს ვწერ, რომელიც ჩემზე ერთი წლით დიდია, ყველანაირად დადებითი ტიპია, მაგრამ ვმერყეობ, კიდევ ერთხელ ოჯახზე პასუხისმგებლობა ავიღო, თუ უარი ვთქვა და ვიყო როგორც ვარ. ვმერყეობ და თან ვემესიჯები ამ კაცს. ის არ ჩქარობს რომ მითხრას ჯერ შემხვდიო, ალბათ როცა მოახერხებს მოწერას, მეც უკვე გადაწყვეტილი მექნება და შესაბამისს პასუხს გავცემ.