პაოლო კასტელი 🔘 დიანა, ლუნა და ჰეკატე
🔲🔲🔲🔲
მთვარევ ნამგალავ, ნახევარმთვარევ, სავსე მთვარეო
“მემალებოდი, მემალები, დამემალეო” –
მეტყოდა, ამბობს, მეტყვის კიდეც თქვენი ნათება.
და როცა ბური საბოლოოდ გაიფანტება,
დავიხშობ სმენას, გაგისწორებ თვალებს უტიფრად
და წავიკითხავ, რაც კი შენზე ამოუტვიფრავთ.
როს დავკოჭლდები და მომკვეთავს ალბათ მე კალთებს
ცაზე იქნება სავსე მთვარე ანუ ჰეკატე.
მას მილეტელთან თუკი რამე საერთო ჰქონდეს,
ვერ ვნახო მისი უცხო მიწა და ისე ვცხონდე.
ანდაც მიჯობდეს სულ სხვა მხარეს მაინც გაქცევა,
თუ ეს სიცოცხლეც ჩემთვის სიკვდილს დაემსგავსება.
აქ დგას უეკლო, უგვირგვინო, უდაფნო მეფე
და ქალწულები პოეზიის ნაყოფსა ჰკრეფენ.
ღვინოს სწურავენ ნაყოფისგან მამაკაცები,
ჩვენ ვართ ვენახი წარსულიდან მონატაცები.
მოდით გაიტკბეთ ჩვენი სმენით თქვენი ყურები,
ვიცი გახდებით ხვალ ისეთი გულნაკლულები,
როგორიც გუშინ ბრძანდებოდით.
მოდით, ამაყად
დაგვეწაფეთ და გაიხადეთ ხორცი ამაღამ.
ამაღამ მაინც არ იომოს ადამის მოდგმამ,
ახლა ლილითის ნაშიერნი სულ ყველა სთვლემენ.
აქ არის ყველა მარჩიელი და ყველა დოგმა
მზადაა მოკვდეს და თავიდან მოვიდეს მერე.
მოდით გაიტკბეთ ჩვენი სმენით თქვენი ყურები
და დაეწაფეთ უცხო სასმელს, როგორც ელექსირს.
გულს დაგიოსებთ, ეს სიტყვები ელიტურები
ხოდა მეც თქვენი ელიტური დედებს შევეცი.
…….
კუთხეში პირველკლასელივით დგას უმწიკლობა,
დარცხვენილია, შემკრთალია თითქოს არსება,
უმანკოებას რაც კი მისით აქ უწინ ჰქონდა
შელახულია, ახლა მასში ვეღარ თავსდება.
…….. აქვე ომი წყლისა და მიწისა
და ათავსებენ კაცის თესლსაც სხვა სივრცეებში,
რათა ახალი კაცი შექმნან, თავად ასწავლონ
რომ მისი დედა არ არსებობს, როა შრეებში
და უკვე უწევს გაიკეთოს უნდა აცრა, რომ
სხვა მოკვდავივით დაზღვეული იყოს ვირუსზე,
რომელიც მალე მთელს ქვეყანას დედას მოუტყნავს.
ვინც ამ ამბებით ჯერ კიდევაც ვერ მოვინუსხეთ,
ვისაც ყურები დასცობია, ვისაც დროულად
ხელი გვკრეს აზრზე მოსასვლელად, ანდაც ჩვენ ჩვენით
გამოვაგენით სწორი გზებით აფსურდებიდან.
როდესაც მიწა საკუთარი დავლაშქრეთ ჩვენი,
როცა ავწიეთ ჩვენი დროშა, ასე ბედითად
რომ ვიზეიმეთ გამარჯვება, ზურგში გვესროლეს
ტყვია, რომელმაც გაგვიხვრიტა გულიც და დროშაც.
დროშა, რომელიც ფრიალებდა. ჰოდა ეს ორი
დამარცხებული სიმბოლოა და ასე მორჩა
ჩვენი ზეიმი. იმის მერე ალბათ, რაღაც ვართ.
მიწას საკუთარს დავანთხიეთ სისხლი ქართული.
და ჩვენს მიწაზე- მიჭირს როცა ვხედავ- გადასვლა,
მხოლოდ სხვა ქვეყნის მიერაა ნებადართული