ვიზუალური ხელოვნება

სალომე დუმბაძე 🔘 დაკვირვება ადამიანებზე

   მე ვარ სალომე დუმბაძე, 20 წლის. ბავშვობიდანვე დავინტერესდი ადამიანით და დავიწყე დაკვირვება ადამიანებზე,  მათ შორის საკუთარ თავზე, დღემდე  ამ პროცესში ვარ, მახსოვს ადრე ან  საკუთარ სამალავში მიწას ვჩიჩქნიდი და ოჯახის წევრების ძახილს  ვიყრუებდი,   ან სახლიდან ვიკარგებოდი და სახლში გზად ნაპოვნი ნივთებით ვბრუნდებოდი, ხშირად მეზობლები მაბრუნებდნენ. ნელ-ნელა ჩემი ოთახი ივსებოდა