სიახლეები

ნინო ამონაშვილი 🔘 მარლენ დიუმა

🔲🔲🔲🔲

მარლენ დიუმა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარია იმ მრავალრიცხოვანი თანამედროვე ქალი ხელოვანებიდან, რომლებსაც ვიცნობთ. დაიბადა 1953 წელს კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საცხოვრებლად ჰოლანდიაში გადავიდა 1976 წელს, სადაც იგი ცნობილი გახდა უკვე 1980-იანი წლების შუა ხანებში.
წყვილი. 1953
გიყვარდეს შენი მეზობელი.

მისი მძაფრი, ღრმა, ფსიქოლოგიური განცდებით დატვირთული ნამუშევრები იკვლევს სექსუალობის, ძალადობის, სიყვარულის, სიკვდილის და სირცხვილის თემებს, ისინი ხშირად ეხმიანება ხელოვნების ისტორიას, პოპულარულ კულტურასა და მიმდინარე პროცესებს – თემებს, რომელთა შესწავლა შეგიძლიათ მათთან დაკავშირებული მოვლენების მეშვეობით.

ვიოცნებო თუ არ ვიოცნებო. 2006წ
ფილ სპექტორი პარიკის გარეშე

ავტორის თქმით, ”მეორეხარისხოვან სურათებს” შეუძლიათ წარმოქმნან პირველადი ემოციები. მისი თემები კავშირშია როგორც პირად განცდებთან, ასევე სოციალურ საკითხებთან. შედეგები ხშირად ინტიმური, ზოგჯერ საკამათოა, იქ სადაც პოლიტიკა ეროტიკა ხდება და პორტრეტები ხდება პოლიტიკური. დიუმა თამაშობს მნახველების ფანტაზიით, მათში ადრევე დალექილი ცუდი აზრებითა და შიშებით.

სურათი, როგორც ტვირთი
ო, არა

დიუმას მრავალი ნაწარმოების სახელწოდების შერჩევა ღრმად მოქმედებს ნამუშევრის ჩვენს ინტერპრეტაციებზე. ავტორის შემოქმედებაში ხშირად შევხვდებით ძალადობის და უდანაშაულობის კონტრასტს. ეს კარგად ჩანს მისი შვილის პორტრეტში სახელწოდებით „მხატვარი“. 2007 წელს დედის გარდაცვალებამ გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე და ერთ-ერთი სერია ამ თემაზე ჰქონდა.

მხატვარი. 1994 წ
  • ასევე ვნახავთ ფერადკანიან ადამიანებსაც, რაც კავშირშია დიუმას დაბადების ადგილთან. ეს ნამუშევრებიც ბევრი სხვა ნამუშევარის მსგავსად ორაზროვანია და დადებით ემოციებს ნაკლებად აღძრავს. გარდა ამისა ხშირად ნამუშევრებში მკაფიოდ იკითხება პოლიტიკური შინაარსი. მის ერთ-ერთი გამოფენაზე, რუსეთში, წარმოდგენილი იყო ჰომოსექსუალი მამაკაცების პორტრეტები, რომლებიც იდევნებოდნენ მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში, მათი ორიენტაციის გამო. ძირითადად ავტორს აქვს ეგზისტენციალური თემები, სიკვდილი, დანაკარგი, ტრაგედია და სხვა. მისი პორნოგრაფიული ნამუშევრები უფრო მნახველის აღქმაზე და მანიპულაციაზეა დამოკიდებული
ქვრივი. 2013წ
შავი ჩანახატები. 2013 წ

დიუმა პირდაპირ აცხადებს იმასაც, რომ მას არ სურს ადამიანის ზუსტი ანატომიური აგებულების გადმოცემა და ამას ვხედავთ მის ნამუშევრებშიც, სადაც ადამიანები არ არიან რეალისტურად გამოსახულები. თავის ზომა შეიძლება ტანის ზომასთან სულ არ იყოს პროპორციული, კანის ფერი არაა ჩვეულებრივი. მისთვის გამოცდილება, ადამიანში დალექილი ინფორმაციის სახით, უფრო მნიშვნელოვანია, აღქმის დროს, ვიდრე ის თუ რამდენად რეალურად გადმოსცემს თავად ნამუშევარს. ამას ერთგვარად ფილმს ადარებს, რომელშიც რაღაც უფრო გაზვიადებული შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც განვიცდით როგორც რეალურს. მისი ფიგურები ხშირ შემთხვევაში აბსტრაქციასაც უახლოვდება.

კოცნა. 2003
ლოდინი. 1988წ

ნამუშევრების ყურების დროს გვეჩვნება თითქოს საღებავი და ფორმა ჩვენს თვალწინ ორთქლდება, ხორცი კი კანკალს იწყებს. მარლენი ასევე ხატავს ცნობილი ადამიანების პორტრეტებს მელნით სადაც მათი სახე უსიამოვნო ხდება და გვეჩვენება, რომ დაბინდულია.

ლეო. 2001
ის ხშირად ეხება მედიასაც, რომელიც დომინერებს ზოგიერთ ჩვენგანზე. ზოგჯერ კი მის გამოფენაზე დავინახავთ ნამუშევარს ისე განლაგებულს, რომ ეს განლაგება უფრო ზრდიდეს მათ ზემოქმედებას ჩვენივე განცდებზე. ავტორი აღნიშნავს, რომ საკუთარი სურვილებით მოქმედებს როდესაც ქმნის ხელოვნებას და ასევე ამბობს იმასაც, რომ ის არ ეწევა თავისუფლების პროპაგანდას ის აჩვენებს მისი დროის ცუდ ნიუანსებს და ამბობს, რომ ის თავად არის საუკეთესო მაგალითი თავისი ცუდი დროის.
კოცნა. 2018 წ.