ვიწყებთ დონაციის კამპანიას.
დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცე „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ 2020 წლის ზაფხულს შეიქმნა. ჩვენი პირველი ცოცხალი კომუნიკაცია ოთხდღიანი ფესტივალით შედგა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, რეჟისორები. ფესტივალი მოიცავდა გამოფენებს, ლიტერატურულ შეხვედრებს, პიესების კითხვას, დისკუსიებს სხვადასხვა თემებზე. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი მუსიკოსებს დაეთმო.
მოგვიანებით დავიწყეთ ვიდეო ინტერვიუების სერია, რომლის ნახვაც ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე არის შესაძლებელი.
შევქმენით საიტი litsol.ge, სადაც ვაქვეყნებთ თანამედროვე ლიტერატურას, თარგმანებს, ინტერვიუებს.
2021 წლიდან დავიწყეთ პროექტი „მეტროს საათები“, რაც ნიშნავს, რომ 14 აპრილს ქართული ენის დღეს, თანამედროვე ავტორები თავიანთ ტექსტებს სხვადასხვა მეტრო- სადგურებთან კითხულობენ. მეტრო, როგორც ქალაქის ყველაზე იდუმალი თვალი და ლიტერატურა, როგორც სიტყვის იდუმალი თვალი ერთმანეთის პირისპირ. ვგეგმავთ „მეტროს საათები“ გავაგრძელოთ და შევქმნათ 14 აპრილის აღნიშვნის ახლებური ტრადიცია.
ჩვენი შემდეგი იდეა, უკრაინული პოეზიის კითხვას დავუკავშირეთ. „ომის პოეზია“ ვიდეოების კრებულია, სადაც ქართველი ავტორები, უკრაინულ პოეზიას კითხულობენ, რკინიგზის სადგურებთან.
როგორც აღვნიშნეთ ჩვენი პლატფორმა დამოუკიდებელია. იმისთვის, რომ გავაგრძელოთ სხვადასხვა იდეების განხორციელება, გვჭირდება რესურსები, სწორედ ამიტომ ჩვენს საიტზე ვქმნით „დონაციის“ ფორმას, სადაც ნებისმიერი რაოდენობის თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ. თქვენი თანამონაწილეობით დაგვეხმარებით და ხელშეუწყობთ ჩვენს პლატფრომას, გააგრძელოს თანამედროვე ლიტერატურის, და არამარტო ლიტერატურის, გაზიარება და ხელმისწავდომობა.
ანგ/ ნ GE24BG0000000161736820
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: ლიტერატურა სოლიდარობისთვის